ირაკლი შოთაძე: „მხოლოდ აღზრდა არ უშველის თუ ბუნებამც არ უშველა“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა:

 „არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო დასაწყისში მომხდარ ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს, ჰქონდათ შესაძლებლობა, კითხვები დაესვათ. მოესმინათ ხედვები, მოესმინათ მოსაზრებები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდეგ გამოეხატათ თავიანთი კრიტიკული პოზიცია. მაგრამ რეალობა ის არის, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან. უპირველეს ყოვლისა, მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები თავად არიან შეურაცხყოფილები. ეს არის ადამიანური რეალობა. შესაბამისად, მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამ არ უშველაო, ნათქვამია. ჩემი პოზიციაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ესაა.

მსგავსი ქმედებით შეურაცხყოფილი თავად ოპოზიცია დარჩა.

სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები, მოესმინათ მოსაზრებები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდგომ გამოეხატათ თავიანთი კრიტიკული პოზიცია. რეალობა ის, არის, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან. უპირველეს ყოვლისად, მსგავსი ქმედებებით თვითონ რჩებიან შეურაცხყოფილნი. ეს არის ადამიანური რეალობა. შესაბამისად, მხოლოდ აღზრდა არ უშველის თუ ბუნებამ არ უშველა“.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც გენერალურ პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმინეს. 

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა დარბაზში შევიდნენ. ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს. კომიტეტის სხდომაზე თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ.

ოპოზიციონერი დეპუტატები გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა გააპროტესტეს. 

„ბიძინა ივანიშვილმა შოთაძე დააყენა, რომ პოლიტპატიმრებით მართოს ქვეყანა, მაგრამ რამდენი პოლიტპატიმარიც არ უნდა ყავდეს ბიძინა ივანიშვილს, ბატონო შოთაძე, ჩვენ ვერ გაგვაჩერებს“ ,- მიმართა ბოკუჩავამ ირაკლი შოთაძეს.

სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მათ რამდენჯერმე მოუწოდა სიმშვიდისკენ.

„დაწყნარდით, თქვენი პერფორმანსები თქვენთვის შეინახეთ. შეგიძლიათ დარჩეთ, კორექტულად მოიქცეთ, როგორც პარლამენტის წევრებს შეეფერება და დასვათ კითხვები. ჩვენ ვერ ავყვებით ასეთი უაპსუხისმგებლო პარლამენტის წევრების საქციელებს, გადავიდეთ საქმიან ფორმატზე“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატების ქმედებები დარბაზში მყოფმა ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ გააპროტესტა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაგრძელდა მას შემდეგ, რაც ის თინა ბოკუჩავამ და ელენე ხოშტარიამ დატოვეს.

კომენტარები