ირაკლი ჩიქოვანი: „ჩემთვის ზუგდიდი არაა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პოლიგონი ან პოლიტიკური პლაცდარმი“

„ჩემთვის მთავარია, პოლიტიკურ გუნდთან „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, შევძლო უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს ზუგდიდს და ქალაქის მოსახლეობას. ბოლო წლებში ზუგდიდში მიღწეული შედეგი შეუდარებელია. ვგულისხმობ ინფრასტრუქტურის და განახლების კუთხით მიმდინარე პროცესებს, ზუგდიდელები ამას გრძნობენ, ხედავენ. იმიტომ, რომ ასეთი მასშტაბური პროექტები ამ ქალაქში არ ჩატარებულა, ეს არის მისასალმებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად და ჩემი მონაწილეობით, ერთად შევეცდებით, ეს დინამიკა შევინარჩუნოთ. ამაში მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობა. ამასთან ვიტყვი იმასაც, რომ გარდა იმისა, არსებობენ ადამიანები, ვისაც მართლა შესტკივა გული ქალაქზე, თუმცა არჩევანი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ზუგდიდი არ იყოს საჯილდაო ქვა. ზუგდიდს სჭირდება ადამიანები, ხალხი, ვინც ქალაქზე იზრუნებს.

ჩემთვის ზუგდიდი არაა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პოლიგონი ან პოლიტიკური პლაცდარმი. სხვა პოლიტიკური ძალები უყურებენ ამ საარჩევნო ოლქს, როგორც პოლიტიკური რევანშიზმის შესაძლებლობას.

საარჩევნო კამპანიით, ზუგდიდელების წინაშე ყველას შეუძლია წარდგეს, ინფორმირებული ამომრჩეველი გააკეთებს გააზრებულ არჩევანს. ყველას შეგვიძლია წარვსდგეთ ზუგდიდელების წინაშე და დავანახოთ, აქამდე ზუგდიდს როგორ ვემსახურებოდით. აწი, ამ ქალაქს როგორ უნდა ვემსახუროთ. ამ ინფორმირებული არჩევანის საფუძველზე მიიღებენ ზუგდიდელები გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ,  „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, იმ გუნდის მხარდაჭერით, რომელიც ზუგდიდში მიმდინარე რეფორმებზეა პასუხისმგებელი, ჩემი მონდომებითაც დავდებთ შედეგს, თუმცა, ეს იქნება, შეჯიბრებითობაზე დამყარებული საარჩევნო კამპანია. მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანს დავეტოლო რა გამიკეთებია და არ გამიკეთებია ზუგდიდისთვის და რას გავაკეთებ მომავალში.

„ევროპული დემოკრატები“ და „ნაცმოძრაობა“ ერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ჰყავს ერთი ელექტორატი. „პოლიტიკურ ძალას რომელსაც მე წარმოვადგენ, რომელმაც  ეს ვალდებულება დამაკისრა, ზუგდიდში აქვს უფრო მეტი ძალა და შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება კამპანია და შეფასება იმ შედეგების, რომელიც აქამდე დაიდო და იმ გეგმების განხორციელება რომელიც აწი გვექნება“, – განაცხადა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „ქრონიკა“.

კომენტარები