ირაკლი ჩიხლაძე ეკა კვესიტაძის განცხადებას ეხმაურება: „ერთი სული აქვთ, გაიმეორონ ის, რაც ერთხელ უკვე ჩაიდინეს. განახორციელონ “იმედში” შეჭრა, პირდაპირი ეთერის ჩაშლა“

ტელეკომპანია “იმედის” წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე ეკა კვესიტაძის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი მედია საშუალების წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციას “TV იმედის” წინააღმდეგ მოწოდებით მიმართავს.
-„ერთი სული აქვთ, გაიმეორონ ის, რაც ერთხელ უკვე ჩაიდინეს. განახორციელონ “იმედში” შეჭრა, პირდაპირი ეთერის ჩაშლა. ჟურნალისტებზე თავდასხმა ხომ მათი ხელწერაა. ეს გამოსდით, ამით ცოცხლობენ და სულდგმულობენ.
ეკა კვესიტაძე და მისი ძალადობრივი პოლიტიკის მიმდევრები არ იცავენ არც თავისუფლებას, არც ქვეყანას და არც ევროპულ არჩევანს!!! პირიქით!
სამწუხაროდ, უფლება რომ მივცეთ, ახლავე შემოვარდებიან, ახლავე გადაწვავენ და ისევ ეცდებიან, მიწასთან გაასწორონ “იმედი”.
დღეიდან, ჩემთვის კვესიტაძე არის მედია ზონდერი და დღეიდან, ამ ქალბატონის წახალისებით “იმედის” ნებისმიერ თანამშრომელზე თავდასხმის შემთხვევაში, პასუხს მოვთხოვ იმ უწყებას, ვისაც უშუალოდ ევალება ასეთი თავდასხმების აღკვეთა.
მაინტერესებს, ამ განცხადებას დაგმობს ვინმე?! გაბედავს ვინმე ამ განცხადების შეფასებას?! არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, მედია და მედიის დამცველი ორგანიზაცები?!
იტყვიან რამეს თუ კვესიტაძეს ყველაფრის უფლება აქვს? არ მინდოდა გახსენება, მაგრამ ფაქტი სახეზეა! ჩემი პოზიცია იყო, არის და იქნება – ჟურნალისტზე თავდასხმა, ძალადობა, მისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა დაუშვებელია! არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მედიას წარმოადგენს. შესაბამისად, ვერავის მივცემთ ,,იმედის“ ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათთვის ხელის შეშლის უფლებას.
არ ვაპირებ, ისევ ვიძახო იგივე, რასაც ვიძახდი 11 წლის წინ – ,,მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა“. ეს დრო, საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა და მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – უზრუნველყონ, რომ “იმედის” ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი არავინ შეუშალოს.
მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს – “იმედის” წინააღმდეგ “ნაცმოძრაობის” გარკვეულმა ჯგუფმა წამოიწყო ძალადობრივი კამპანია.
,,იმედის“ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი ეშლებათ!
და მივმართავ ამ ვითომ სპონტანური კამპანიის შემოქმედებს – “ნაცმოძრაობის” კამპანია “იმედის” წინააღმდეგ და ჟურნალისტების ბულინგი არ გამოგივათ!~
კომენტარები