ირაკლი ჯანყარაშვილი: “ბათუმელი ნაცები პოლიციელის გატაცებას და მის წამებას გეგმავდნენ”

– “ბატონმა ასლანმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა ფეისბუქ ლაივით, სადაც აღწერა დაგეგმილი პროვოკაცია.

ქვემოთ გახლავთ ბათუმელი ნაცები, რომლებიც უშუალოდ აპირებდნენ პოლიციელის მოტაცებაში მონაწილეობას.

მიუხედავად გაკეთებული განცხადებებისა, რომ ცალკეული ლიდერები ემიჯნება ასლანის ვიდეო მიმართვას ეს არის ტყუილი, მათ უბრალოდ ჩაუვარდათ დაგეგმილი პროვოკაცია და მოუხდათ ამ განცხადების გაკეთება.

ნაცებისგან არც ადამიანის გატაცება და რა თქმა უნდა არც წამებაა გასაკვირი და უცხო.
შესაბამისად ყველაფერზე წამსვლელი ნაცმოძრქობა ამ პროვოკაციასაც სიამოვნებით მოაწყობდნენ.

უფლის წყალობით კიდევ ერთი დაგეგმილი პროვოკაცია და ადამიანის წამების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას და ამ ბოროტ ძალასაც, რომლის მიზანიც მხოლოდ ადამიანების მოკვლა და მათი წამებაა, აუცილებლად დავამარცხებთ საბოლოოდ” – წერს  ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები