ირაკლი ჯანყარაშვილი – დაუმტკიცეთ ქართველ ხალხს, რომ მათი მსახური ხართ და არა კელი დეგნანის

 

ბ-ნო პრემიერო თქვენ გაქვთ პირდაპირი ვალდებულება დაიცვათ მართლმადიდებლური ეკლესია წარმოუდგენელი თავდასხმებისგან, რომელსაც დირიჟორობს ‘სააკაშვილ_ბოკერიას’ პოლიტიკური ჯგუფები.
თქვენ დამნაშავეების დასასჯელად 9_წელი გქონდათ (თუმცა არც ახლაა გვიანი).

ბ_ნო პრემიერო თქვენ გაქვთ ყველა საჭირო ბერკეტი და ყველა ინსტრუმენტი, , იმისათვის, რომ აღკვეთოთ ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული ახალი კამპანია, რომლის თანაორგანიზატორებიც დღეს ქართული ოცნების რიგებშიც გახლავთ…
როგორც ქართველი ხალხის და არა ევროპარლენტარ_კონგრესმენების მსახურს პირდაპირი ვალდებულება გაქვთ ეკლესიის დაცვის.

ნაცვლად სამართლიანობის აღდგენისა ქართულმა ოცნება “ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფი” გააცოცხლა და ნაცმოძრაობა კი მუდმივ საფრთხობელად დაიტოვა.
ამ ფონზე კი უკვე 9_წელია გვესმის დაპირება, რომ დასჯით დამნაშავეებს!
თქვენი განცხადებები კი არქივში რჩება.

დღეს ქართული ოცნების პოლიტიკის დამსახურებით/
ისეთ ჯალათს, როგორიც გიგა ბოკერიაა არ უცხრება პოლიტიკური ამბიციები!
ბიუჯეტის ქურდს და 7_ნოემბრის იდეოლოგს გიგი უგულავას მერობის ამბიცია აქვს!
სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებულ ნიკა მელიას კი თბილისის მერობა მოუნდა.
ქართული ოცნების პოლიტიკის დამსახურებაა უკონტროლო ძალოვანი უწყებები რომლიდანაც ფარული ჩანაწერები თუ საიდუმლო მასალები “სააკაშვილ_ბოკერიას” ჟურნალისტების ხელში უპრობლემოდ ხვდება.
როგორ უნდა ვანდოთ ჩვენი უსაფრთხოება უწყებას რომელიც თავად დაუცველი ყოფილა.

სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას, ვერ დაიწყებთ თუ თავს არ დააღწევთ დასავლეთიდან წამოსულ დირექტივებს და საკუთარ ადგილს არ მიუჩეთ, ყველა კონგრესმენს, ევროპარლამენტარს თუ ელჩს რომელიც სუვრენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში თავხედურად ერევა.
მიგვითითებს და გვიდგენს პოლიტიკურ დღისწესრიგს.

დაუმტკიცეთ ქართველ ხალხს, რომ მათი მსახური ხართ და არა კელი დეგნანის, დაგვიმტკიცეთ, რომ საქართველო არა ამერიკის საელჩოდან არამედ მინისტრთა კაბინეტიდან იმართება.

P:S
ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ არჩევნები
და არჩევანი ქართველ ხალხს მაშინ გაუყალბეს როდესაც ქართულმა ოცნებამ სამართლიანობის აღდგენაზე საბოლოოდ თქვა უარი.
დღეს ვხედავთ როგორ გადაიქცა “კობახიძის ოცნება” ამერიკელების და ევროპელების ყურმოჭრილ მონად, როგორ ასრულებენ ეგრედწოდებული პარტნიორების მიერ გაცემულ დირექტივებს.
როგორ მანიპულირებენ გაყალბებული კვლევებით და გვასაზრდოვებენ ტყულებით, რომელსაც უკვე დასასრული არ უჩანს.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები