ირაკლი ჯანყარაშვილი – კავკასიაში ჩვენი როლი გამორჩეულია ჩვენი მდებარეობიდან გამომდინარე, რასაც ჩვენს სასარგებლოდ უნდა ვიყენებდეთ

 

როდესაც ქართულ- რუსული ურთიერთობების აღდგენაზე ვსაუბრობთ, ჩვენ აუცილებლად ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების საკითხი. ეს ორი საკითხი არ უნდა განვიხილოთ ერთ ჭრილში, , არ შეიძლება ამ საკითხების თანაბრად პოლიტიზირება და აბსტრაქტული განცხადებებით ისედაც გაპარტახებული ეკონომიკის კიდევ უფრო დაქცევა. სავაჭრო ურთიერთობის აღდგენა საწყისი წერტილი უნდა იყოს მომავალში დიპლომატიური ურთიერთობის სრულად აღდგენისა. კავკასიაში ჩვენი როლი გამორჩეულია ჩვენი მდებარეობიდან გამომდინარე, რასაც ჩვენს სასარგებლოდ უნდა ვიყენებდეთ, ამასთანავე უნდა გვესმოდეს, რომ მოსკოვს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, რომლებსაც ჩვენ ჩვენი საგარეო პოლიტიკით უნდა ვუპასუხოთ, ამის ნაცვლად, ბოლო 30 წელია რაც დასავლეთიდან ხელდასმული მთავრობები დაკავებული არიან ამ ქვეყნის დაშლითა და წითელი ხალიჩის დაგებით. აგვისტოს ომი, რომელიც დასავლეთში დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილი იყო, როგორც ყირიმის კონფლიქტი,30-წლოანი ნგრევის კულმინაცია გახლდათ.
ორივე სამხედრო დაპირისპირების მიზანი რუსეთის საზღვრებთან ცხელი წერტილებისა და დაძაბულობის შექმნა იყო, რასაც ამერიკამ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის ფასად მიაღწია.
მსოფლიო ომების ოფიციალურმა სპონსორმა ამერიკამ დაორმაგმა აგენტმა სააკაშვილმა კარგად დაგეგმილი დიპლომატიური და სამხედრო ოპერაციით საქართველო ჩაითრია და მიიყვანა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებამდე.
დასავლეთის პირდაპირ ინტერესს წარმოადგენს ოკუპირებული არსებობა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე რუსეთის საერთაშორისო დონეზე დემონიზება
” რუსეთი ოკუპანტიას” პოლიტიკამ და დიპლომატიური ურთიერთობების საბოლოო გაყინვამ საქართველო გადაიყვანა დეოკუპაციის რეალური გზიდან, რაც პირდაპირ შედის ამერიკის და ევროპის ინტერესებში.
ზუსტად იმავე კონტექსში უნდა განვიხილოთ უკრაინის საკითხიც. საგულისხმოა, რომ უკრაინაშიც სააკაშვილის ფიგურა გახლდათ მაიდნის პროცესებში აქტიურად ჩართული, რის შედეგადაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა.

კომენტარები