ირაკლი ჯანყარაშვილი: მამაო, შენ ნექტარიოსი კი არა, „სამსალა“ უნდა გერქვას…

 

ყველაფერს წარმოვიდგენდი იმის გარდა, რომ ჯალათი სააკაშვილის მეხოტბე და თაყვანისმცემელ სექტაში მღვდელმსახურებიც აღმოჩნდებოდნენ… მინდა გაგაცნოთ მამა ნექტარიოსი, რომელიც მეც ახლახან აღმოვაჩინე. ეს მღვდელმსახური სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა მიმართ განსაკუთრებული ღვარძლით გამოირჩევა.  

 პატივცემულო მკითხველო, მოგეხსენებათ, ჩემს ჟურნალისტურ პუბლიკაციებში მკაცრად ვაკრიტიკებ სააკაშვილის რეჟიმს, მათ მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების, მკვლელობების, ადამიანთა შეუბრალებლად წამების და ღირსების აყრის გამო.  სოციალურ ქსელში თავს დამესხა ამის გამო გაგულისებული ნაცების ზონდერი, ვინმე „ლაშა ლაშა,“ რომელიც სიცოცხლის მოსპობით დამემუქრა. რატომღაც, მან ჩათვალა, რომ ვუჩივლე და თავის გვერდზე შესაბამისი პოსტიც გამოაქვეყნა: 

მის ამ პოსტს მოულოდნელად, მღვდელმსახური, ვინმე მამა ნექტარიოსი (მჭედლიძე) გამოეხმაურა, რომელიც თავგამოდებული მიშისტი აღმოჩნდა: 

 

მამა ნექტარიოს მჭედლიძე:

– რა მოხდა ლაშა?!

ლაშა ლაშა:

 – მიშას აგინა და საპასუხო პასუხი მიიღო მეც ვაგინე წავიდა და მიჩივლა

 

სულგანაბული ველოდებოდი, რას უპასუხებდა მოძღვარი თავის სულიერ შვილს. ჩავთვალე, რომ აუცილებლად დაარიგებდა, მოყვასის სიყვარულზე დაუწყებდა ლაპარაკს, მაგრამ სახტად დავრჩი, როცა ამ მართლაცდა „ნაცსექტაში“ მოძღვარიც ღვარძლით და შურისძიებით აღსავსე აღმოჩნდა, რომელიც თურმე, ნაცების მომავალი გამარჯვებით წინასწარ ტკბება და თავის ბინძურ წარმოსახვაში უკვე მუხლებზე დაჩოქილი ეჩვენება ის საზოგადოება, რომელიც სააკაშვილის მიმართ დამსახურებული რისხვით არის განწყობილი. მამა ნექტარიოსი თვლის, რომ 1 ნოემბერს სააკაშვილის დაბრუნების შიშით, მისი მოწინააღმდეგე ჯამაათი დაზაფრული იქნება, მის მიმართ ყველა აუგს უკან წაიღებს და შეეცდება, ჯალათი ექსპრეზიდენტის რისხვა ბოდიშის მოხდით აირიდოს თავიდან! დიახ, მკითხველო, თავის სულიერი შვილი, „ლაშა ლაშა“  მამა ნექტარიოსმა სწორედ ამგვარად დაამშვიდა:

 

 მამა ნექტარიოს მჭედლიძე:

 –  პირველში მოგიბოდიშებს

გავოგნდი, როცა ამ ქრისტეს ფეხის მკვნეტელი ნექტარიოსის ნეტარი აზრები გავაცნობიერე. წარმოვიდგინე, ისედაც უსამართლობით გვემული ქართველი საზოგადოება, დიქტატორის და ჯალათების წინაშე მუხლზე დაჩოქილი… გაუტეხელებს ადგილზევე ხვრეტენ! (გაუჭირდებათ, თუ?) ოღონდ ჯერ ამცირებენ, აუპატიურებენ, ძვლებში ლეწენ…

 ხოლო დანარჩენები, ერთხმად იხდიან ბოდიშებს, იმის გამო რომ ოდესმე დიქტატორის მიმართ აუგი წამოცდათ და ფიცულობენ, რომ არასოდეს ასეთ საქციელს აღარ გაიმეორებენ…  

რისხვისგან თავი ვეღარ შევიკავე და მათ დიალოგში ჩავერიე: 

 

მე:

 – უკაცრავად მაგრამ, მიშას ვაგინე იმიტომ, რომ საგინებელი იყო და არის !!!

ამდენი დაღვრილი სისხლისთვის და ცრემლისთვის !!!

გაყიდული ქართული ტერიტორიებისთვის და სიწმინდეებისთვის და არაერთი ანტიეროვნული საქმისთვის !!!

და, ამის გამო ვის ან რა უნდა მოვუბოდიშო მამაო ???

ან რასგულისხმობთ – პირველში ნაცები დაბრუნდებიან და ჩემი პოზიციის გამო დამსჯიან???

ჯვარზე გამაკრავენ ???

 

მამა ნექტარიოს მჭედლიძე:

 – ერთმანეთს

 

მე:

მამა ნექტარიოს,

 თქვენ წერთ პირველში მოგიბოდიშებსო ? !!!!

სურენას ჩამოსვლას ელოდები მამაო ??? 

  გგონიათ, 1 ნოემბერს იმის შიშით მოვიხდი ბოდიშს, რომ სააკაშვილი ბრუნდება და უნდა მაწამოს?

 

მამა ნექტარიოს მჭედლიძე:

 – ეგ რა შუაშია ,ერთმანეთს ნუ აყენებთ შეურაწყოფას .

 მე:

 –  „პირველშიო,“ წერ მამაო !!!

ანუ ხაზს უსვამ, რომ არჩევნების შემდეგ “დორბლიანი სააკაშვილი” ჩამოვა, დაბრუნდება ხელისუფლებაში ???

თუ ზოგადად წერ მამაო !!! პირველ რიცხვს რატომ აკონკრეტებ მამაო !!!

და რატომ ამბობ, რომ მე მომიწევს ბოდიშის მოხდა მამაო !!!!

 

მამა ნექტარიოს მჭედლიძე:

 – ეს სააკაშვილი ბუაა თუ ურჩხული ? რეალობა გვიჩვენებს პორტირებებს პოლიტიკაში

 

 მე:

 -დიახ, ურჩხულია! იმდენი უღმერთობა და სისატიკე აქვს ჩადენილი! თქვენ ამართლებთ ადამიანის წამებას, მამაო?

მამა ნექტარიოს მჭედლიძე:

 – ძალიან ინტრიგნობ ! არასოდეს მშინებია მისი ,ისეთი მოწამე გინდა შექმნა ეხლა შენგან რომ გინდა ივანიშვილს გინდა სააკაშვილს ასწლამდე რომ იცოცხლო არცერთს გახსენდები ,მე შიში მაქვს ღვთის მარტო

 

 მე:

– გეშინია თქო არ გეკითხები მამაო !!!

მე გეკითხები – ამართლებ ადამიანების წამებას??? და იმ ყველა სისასტიკეს, რასაც ჩადიოდა სადისტური რეჟიმი ??? !!!!!!

 

მამა ნექტარიოს მჭედლიძე:

 – ვინც აპრავებდა უვადო მოსამართლეებათ დანიშნეს,ზოგი პორტირებულია ამ მთავრობასთან ,არანაირ ძალადობას არ ვამართლებ ყოველთვის მიუღებელია ჩემთვის

 

 მე:

 –  ჩემი მხრიდან პორტირებულებზე საუბარი არ მაკლია !!!

შენ თქი რომ პირველში მე ბოდიშს მოვიხდი !!!

ხოდა ეხლა გეკოთხები (მამაო) !!!

ვის უნდა მოვუხადო ბოდიში (მამაო) !!!

და ეხლა კითხვას ხაზგასმით გისვამ სააკაშვილი არ იყო მწამებელი ???

 

ეს იყო და ეს… მამა ნექტარიოსს აღარაფერი უპასუხია. ალბათ მიხვდა, რომ მღვდლისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა, ძალადობა ირიბად წაახალისა… 

მამა ნექტარიოს, ჩემგანაც არ გაწყენდა შეგონება შენ, რომელიც სააკაშვილის მომხრეებისთვის ნექტარი ხარ, სიმართლის მომხრეებისთვის კი – სამსალა: 

ამაოდ ოცნებობ, მამაო! 

მიშა ვერ ჩამოვა! 

ბოდიშის მოხდა კი, თავად მოგიწევს საზოგადოების წინაშე, რათა საშინელ სამსჯავროზე ჯალათების თანადგომის გამო კუპრის ქვაბში ბანაობა არ მოგესაჯოს… 

არ დაგავიწყდეს, იქ თავად უფალი იქნება მსაჯული! 

 

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები