ირაკლი ჯანყარაშვილი – მდინარაძის დამსახურებით, ინსპექტორის სამსახურს ნაცები აკონტროლებდნენ
”კობახიძე – მდინარაძის” მარგალიტებიდან, მამუკა მდინარაძის ლობირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, მისი ახლო მეგობარი (ნათლიმირონი) დასავლეთ საქართველოში ნაცების ყოფილი პროკურორი
ბატონი გიორგი გვარაკიძე გახლდათ დანიშნული.
ნაცპროკურორი, რომ იყო ეს უკვე ბევრზე მეტყველებს თუმცა პროკურორობასთან ერთად ის პროკურორი გიზო უგულავას მეჯვარეც გახლდათ, ორივენი კი ადეიშვილის კლანის წევრები იყვნენ და მისი ყველაზე დიდი დასაყრდენები.
ბატონი გიზო კი უკრაინაში სააკშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი გახლავთ და იმ თანხების კურატორიც, რომელიც სხვადასხვა ბიზნესებიდან ნაცპარტიის და ”პარტიუკების” ყულაბებში იყრის თავს.
აი ამიტომაც არ არის გასაკვირი თუ რატომ იცავდა ასე გულმხურვალედ ინსპექტორის სამსახური ციხეში მჯდარ სააკაშვილს, როგორც ნაც_ლომჯარია დანიშნეს და სახალხო დამცველის ინსტიტუტი ჩაუგდეს ხელში ნაცებს ”კობახიძე – მდინარაძემ” ისე გადაულოცეს ინსპექტორის სამსახურიც, რომელსაც დღეს აუქმებენ თუმცა ამით არაფერი იცვლება რადგან კობახიძის ხელში აღმოჩენილი ქართული ოცნება ისევ აგრძელებს ”ადეიშვილის კადრების დაწინაურებას” წერს – ირაკლი ჯანყარაშვილი.