ირაკლი ჯანყარაშვილი: სანამ საბოლოოდ ვერ გავითავისებთ,რომ მოსკოვი არასდროს დათმობს კავკასიას მანამდე ვერ მივხვდებით,რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გასაღები მხოლოდ მოსკოვში ძევს!

– “ჯერ კიდევ ეკატერინე მორის დროს ჰქონდათ გათავისებული კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა და რეგიონში საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა,

მაშინ რომანოვების დინასტიას მიზნად ჰქონდათ დასახული მართლმადიდებელი ერების დამცველად წარმოეჩინათ თავი და ჩვენ გამო 5 მძიმე ომიც კი გადაიტანეს ოსმალეთთან და სპარსეთთან.

იმთავითვე ცხადია,რომ რეგიონს მოსკოვი არაფრით დაუთმობს ვაშინგტონს და ეს პროდასავლური თამაშები მხოლოდ აფსურდის თეატრია და მეტი არაფერი.

ჩერჩილს აქვს ნათქვამი : ბრიტანეთს ინტერესები გააჩნია და არამეგობრებიო, ჩერჩილის ეს სიტყვები დღეს ყველა ევროპელ დიპლომატს თუ პოლიტიკოსს გათავისებული აქვთ,
ჩვენ კი სტალინის ერმა,რომელიც ჩერჩილის კაბინეტში დაკაკუნების გარეშე შედიოდა ვერ გავითავისეთ,რომ ჩვენც ინტერესები უნდა გაგვაჩნდეს პირველ რიგში.

არც წარსულის გამოცდილებამ გაგვინათა გონება და ყველაზე საჭირო დროს პამპერსებით მომშველებელი ამერიკის რეალურ მიზნებს ვერ ჩავწვდით.

არც ევროპელი დიპლომატების შეგონება გვესმის არ ხართ მზად ნატოსთვის და შემდეგი 50 წელიც ვერ მოგიღებთო.
თქვენ გამო კი არავინ ვაპირებთ ომსო.
ამ დროს კი მერკელი და პუტინი ერთად სვამს ცხელ ჩაის, მაკრონი კი ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე ერთიან ევროპულ ოჯახზე საუბრობს.

აფხაზეთსა და სამაჩაბლოში კი თაობები იზრდება, ჩვენთანაც იზრდება თაობები ” ათასგვარი სენით შეპყრობილები ”
შიშველი საჯდომი მტრისკენ ხელები კი სტრასბურგისკენ,რომ აქვთ მიშვერილი და რით მიბაძონ დასავლელ სელებრითებს იმაზე ფიქრობენ, ვალდებულებებს კი სამშობლოს წინაშე პუტინ ხუილოს სკანდირებით იხდიან, ის კი ყველას ავიწყდება პუტინი,რომ 2019 წელს აჯამებს და გაისად ევროსაბჭოს შემდეგ G7 ფორმატის სამიტზე გასამგზავრებლად,რომ ემზადება.

ჩვენს ახალგაზრდებს არ მგონია,რომ წარმოდგენა ჰქონდეთ რას ნიშნავს ევროსაბჭო ან G7 სამიტი.
ჩვენი მედასავლეთეები კი ევროპული ღირებულებების გმობას მაშინვე იწყებენ თუ ეს ღირებულებები მათ გურუ გვარამიას გაანაწყენებს” – წერს ირაკლი ჯანყარაშვილი.

წყარო: https://www.facebook.com/111851590253580/photos/a.111865720252167/151431542962251/?type=3&theater

კომენტარები