ირაკლი ჯანყარაშვილი: სიკვდილს ნუ დაარქმევთ ჩემს გარდაცვალებას რადგან არ ვაპირებ, ყველაზე ბანალური გზით, სუიციდით დავასრულო ჩემი ნაცრისფერი ცხოვრება.

სიკვდილს ნუ დაარქმევთ ჩემს გარდაცვალებას რადგან არ ვაპირებ ყველაზე ბანალური გზით, სუიციდით დავასრულო ჩემი ნაცრისფერი ცხოვრება.

ყველაზე მეტად რაც მეხმარება ჩემი შინაგანი სამყაროს გარეთ უმტკივნეულოდ გადმოტანაში ეს წერაა ვწერ ვშლი ისევ ვწერ და ისევ ვშლი.

მეშინია ზოგჯერ ჩემი ნაწერების, გადაკითხვა მიჭირს ოღონდ რისიც მეშინია ყველაზე მეტად ამ დრომდე საჯარო სივრცეში არ ხვდებოდა ფეისბუქის პირად კედელზე თეთრფონზე ჩნდებოდა და მაშინვე ქრებოდა.
არმიდან ჩემი სისუსტე ვინმემ შეამჩნიოს საჯარო სივრცეში ძლიერი და გავლენიანი ადამიანის იმიჯს ვირგებ ისეთის ბუზსაც, რომ ვერ აუფრენენ თუმცა შინაგანად იმდენად სუსტი ვარ, რომ მარტოობის დიდ ნაწილს ცრემლების შეგროვებაში და დათვლაში ვატარებ.
ვითვლი ყველა ცრემლს და ვარქმევ თავის სახელს, ყველა მათგანს თავის ტკივილი უკავშირდება, ტკივილი, რომელიც სულუფრო მეტ ბზარს უმატებს ჩემს ნაირაებ გულს და ეს ბზარები დროსათან ერთად იზრდება.
არმინდა ჩემმა სისუსტემ ვინმე დათრგუნოს და ეს სისუსტე იგრძნობა ჩემს ყველა აბზაცში რადგან როცა წერას ვიწყებ ყველაზე სუსტი და ამავდროულად ყველაზე ძლიერი ვხვდები.

 

კომენტარები