ირაკლი ჯანყარაშვილი: ქართული ოცნების კოორდინატორებს მინდა შევახსენო თუ როგორ იბრძოდა ირმა ინაშვილი პარლმენტის ტრიბუნიდან

ჟურნალისტი ირაკლი ჯანყარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

– ” ქართული ოცნების კოორდინატორებს მინდა შევახსენო თუ როგორ იბრძოდა ირმა ინაშვილი პარლმენტის ტრიბუნიდან.

როგორც ვიცე სპიკერი ის ერთადერთი იყო პარლამენტის ტრიბუნიდან 4 წლის განმავლობაში, რომელიც განუწყვეტლივ ითხოვდა სამართლიანობის აღდგენას, რომელიც მყარად იდგა საკუთარ პრინციპებზე და ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე იბრძოდა.

იგერიებდა ბოკერია – სააკაშვილის მწამებლების შემოტევას, რომლებიც კობახიძე – მდინარაძის დუეტთან ერთად ორკესტრირებულად უტევდა.

ადეიშვილის ხელის ბიჭი მდინარაძე და ბოკერიას პოლიტიკური პარტნიორი კობახიძე მწამებლებთან ერთად ერთხმაში,
სწორედ იმ ირმას უტევდნენ და ზურგში დანას ურტყამდნენ, რომელიც მკვლელების და მწამებლების დასჯას ითხოვდა.

მწამებლების და მკვლელების, რომლებსაც დღეს კობახიძის ოცნებამ 27% – დაუწერა.

ირმა იყო ის ერთადერთი, ვიცე სპიკერი რომელიც პარლამენტის ტრიბუნას, პოლიტიკური ქულების დასაწერად არ იყენებდა, მისი ყველა გამოსვლა მიმართული იყო სახელმწიფოში შექმნილი მძიმე სოციალური ფონის, ბავშვთა შიმშილის თუ სამართლიანობის აღდგენის მნიშვნელობაზე.

სანამ ირმასკენ გამოიშვერთ ხელს კობახიძე – მდინარაძის მესიჯბოქსით მოძრავი გამპრავებლები და აფსურდულ იარლიყებს მიაწებებდეთ, კითხეთ თქვენს კობახიძე – მდინარაძე რატომ ჩააგდო ქართულმა ოცნებამ პატრიოტების რეზოლუცია რომლითაც სააკაშვილ – ბოკერიას რეჟიმად გამოცხადებას და გასამართლებას ითხოვდა.
რეზოლუცია, რომელიც ნახევარი მილიონი ხელმოწერით შევიდა პარლმენტში”

კომენტარები