ირაკლი ჯანყარაშვილი – NATO – ში ინტეგრაციის უაზრო მოლოდინმა საქართველოს მხოლოდ ოქროს წლები დააკარგვინა

 

ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა თუ ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გახლავთ, რისთვის გვჭირდება NATO – ში გაწევრიანება თუ ეგრედწოდებული სამხედრო ალიანსი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენის გარანტი ვერგახდება.
(ამას პირდაპირ ამბობს ორგანიზაციის წესდება)

მასთან ერთად წევრი სახელმწიფოების მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აჩენს კითხვით ნიშნებს სამხედრო პოლიტიკური ალიანსის სტაბილურობასთან დაკავშირებით.

ალიანსი, რომელიც დღეს თავად არის არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ნამდვილად ვერ იქნება ის პარტნიორი, რომლის ნდობა ან იმედი შეიძლება გვქონდეს.
ამასთან ერთად კი სიმართლე ის არის, რომ ბრიუსელის მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ არის და არც მომავალში იქნება.
NATO – ში ინტეგრაციის უაზრო მოლოდინმა კი საქართველოს მხოლოდ ოქროს წლები დააკარგვინა დრო, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შესარიგებლად გამოვიყენეთ ალიანსის კარზე გაუთავებელი არაფრის მომცემი კაკუნისთვის.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გასაღები მოსკოვში დევს, რომელთანაც პირდაპირი დიალოგის დაწყება ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგვიწევს.
ამ გზაზე კი ყველაზე მისაღები და ოპტიმალური ვარიანტი სამხედრო მოუმხრონლობა გახლავთ.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები