ირანელ მესაზღვრეებთან შეტაკების შემდეგ, თალიბებმა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე საგუშაგო დაიკავეს

 

„თალიბანსა და ირანელ მესაზღვრეებს შორის შეტაკების ესკალაციის შემდეგ, თალიბანის მებრძოლებმა დაიკავეს დოსტ მოჰამადის საგუშაგო ირანთან საზღვარზე.

ტელეგრამ არხის Sputnik ავღანეთის ცნობით, შეტაკებები ირანულ და ავღანურ მხარეებს შორის „სასაზღვრო ზოლზე შეუთანხმებლობის გამო“ მოხდა. კონფლიქტის ინიციატორები იყვნენ ირანელი ფერმერები, რომლებიც, გაურკვეველი მიზეზების გამო, ისლამურ რესპუბლიკებს შორის გამყოფი ხაზიდან ასი მეტრის დაშორებით აშენებულ კედელს მიყვებოდნენ. უწყების ცნობით, ეს თალიბებმა საზღვრის დარღვევად მიიჩნიეს, მათ ცეცხლი გაუხსნეს ფერმერებს, რასაც ირანელმა მესაზღვრეებმაც სროლით უპასუხეს.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები