ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფ ალ-ქუდსის ახალი მეთაური ისმაილ ყაანი პირობად დებს, რომ მისი წინამორბედის მკვლელობისთვის შურს იძიებს

ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფ ალ-ქუდსის ახალი მეთაური ისმაილ ყაანი პირობად დებს, რომ მისი წინამორბედის მკვლელობისთვის შურს იძიებს.

ყასემ სულეიმანის შემცვლელმა ამის შესახებ გუშაგთა კორპუსის მიერ გამართულ წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამის შესახებ წერს Aljazeera.

„მათ სულეიმანი ლაჩრულად მოკლეს, მაგრამ თავისუფლების მაძიებლების წყალობით, მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ მისი მტრების წინააღმდეგ შურს ვიძიებთ“, – თქვა ისმაილ ყაანმა.

3 იანვარს, გამთენიისას ბაღდადში ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს.

 

კომენტარები