ირანის თავდასხმის შიშით ისრაელმა დაიწყო დამატებითი თავდაცვითი საშუალებების განთავსება

ირანი ისრაელს სარაკეტო დარტყმით
დაემუქარა მოჰსენ ფახრიზადის ლიკვიდაციის გამო.
ექსპერტების აზრით ირანელი მეცნიერის მკვლელობის უკან ისრაელის სპეციალური სამსახურები დგას.
აღსანიშნავია, რომ ბირთვული ინჟინრის ლიკვიდაციის ოპერაციის წინა დღეს ისრაელმა დახურა საჰაერო სივრცე გოლანის მაღლობებზე.

როგორც ირანული მედია წერს მომდევნო სამი დღის განმავლობაში თეირანში ოფიციალური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სარაკეტო შეტევის დაწყების შესახებ.
არ არის გამორიცხული, რომ ირანმა
ისრაელის წინააღმდეგ შეტევისას ბალისტიკური რაკეტებიც გამოიყენოს.

თავის მხრივ, თელ-ავივი ემზადება შესაძლო შეტევისთვის და ანთავსებს საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის დამატებით სისტემებს ქვეყანაში.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები