ირანის პარლამენტის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

ირანის პარლამენტის წევრი მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ამის შესახებ The Independent-ი ადგილობრივ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.

დეპუტატს ინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა. ის შაბათს, დილით დაიღუპა.   ირანში კორონავირუსით 43 გარდაცვალების ფაქტი, დაავადების 593 შემთხვევაა დადასტურებული.

BBC   ირანის ჯანდაცვის წყაროზე დაყრდნობით წერს:

„ოფიციალური თეირანი დაღუპულთა შესახებ რეალურ ინფორმაციას მალავს. ირანში მსხვერპლი 210-ია, რაც ოფიციალურ მონაცემებზე 6-ჯერ მეტია“.

 

კომენტარები