ირანი ვერ უმასპინძლებს ფეხბურთში საერთაშორისო დონის მატჩებს

უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება თეირანთან ახლახან ჩამოგდებულ უკრაინულ თვითმფრინავს.
ირანული გუნდები საერთაშორისო დონის მატჩებს საკუთარ მოედნებზე ვეღარ ითამაშებენ. შესაბამისის გადაწყვეტილება მიიღო აზიის ფეხბურთის კონფედერაციამ (AFC). ამ გადაწყვეტილების შესახებ იუწყება ირანის ისლამური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაცია.

ნახევრადოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Mehr ირანის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით იყწყება, რომ ქვეყანა სრულიად მზად არის მიიღოს სხვადასხვა ქვეყნების გუნდები და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება, როგორც ეს წინათ ხდებოდა.

ფედერაციაში განაცხადეს, რომ აპირებენ შეხვდნენ აზიის ფეხბურთის კონფედერაციის წარმომადგენლებს და უთხრან, რომ არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას.

ირანი ოთხი გუნდით არის წარმოდგენილი აზიის ჩემპიონთა ლიგაში.

გასულ სეზონში ირანში სათამაშოდ არ ჩადიოდნენ საუდის არაბეთის გუნდები, რადგა ირანმა და საუდის არაბეთმა 2016 წელს გაწყვიტეს დიპლომატიური კავშირი. ამ ქვეყნების გუნდებს შორის საერთაშორისო მატჩები არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ტარდებოდა.

წყარო: news.liga.net

კომენტარები