ირანი ჩამოგდებული თვითმფრინავის „შავ ყუთებს“ უკრაინას გადასცემს

-„ირანი ჩამოგდებული თვითმფრინავის „შავ ყუთებს“ უკრაინას გადასცემს.

თეირანი უკრაინელ ექსპერტებთან ხშირად მართავდა შეხვედრებს, რა დროსაც უკრაინულმა მხარემ მათ „შავი ყუთების“ გადაცემა სთხოვა.  ამის შემდეგ, თეირანმა „შავი ყუთების“ გადაცემა გადაწყვიტა.

თუ უკრაინელი სპეციალისტები მათ გაშიფვრას ვერ შეძლებენ, „შავ ყუთებს“ საფრანგეთში გაგზავნიან“, – განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელმა. ჰასან რეზაიფარმა.

„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

მოგვიანებით, ირანმა აღიარა, რომ სამგზავრო თვითმფრინავი მათმა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ შეცდომით ჩამოაგდო. 14 იანვარს ირანის მთავრობამ ავიალაინერის ჩამოგდების საქმის გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა.

კომენტარები