ირანმა და ერაყმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცეს

ირანმა და ერაყმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცეს.

აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის ლიკვიდაციის გამო, ბაღდადის სასამართლომ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა.

გასული წლის იანვარში, ახლო აღმოსავლეთის ორი ქვეყანა ტრამპს „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ყუდსის ძალების გენერლის, ყასეიმ სოლეიმანის და მისი ერაყელი თანამებრძოლის, შიიტური მილიციის მეთაურის, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის მკვლელობაში ადანაშაულებს.

ირანმა ინტერპოლში ე.წ. „წითელი უწყება“ შეავსო, – დონალდ ტრამპის და კიდევ 47 ამერიკელი მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვს.

აშშ-ის პრეზიდენტის დაკავებას ითხოვს ბაღდადის საგამოძიებო სასამართლოც, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის საქმეს იძიებს. ირანელი და ერაყელი სამხედრო მაღალჩინოსნები 2020 წლის 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან მოკლეს.

5 იანვარს გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო, ირანმა დონალდ ტრამპის დაკავების საერთაშორისო ორდერის გაცემის თხოვნით ინტერპოლს მიმართა.

„ჩვენ ინტერპოლს მივმართეთ, 48 პირთან დაკავშირებით „წითელი ცირკულარის“ გაცემის თაობაზე. მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი და პენტაგონის ოფიციალური პირები არიან“, – განაცხადა ირანის სასამართლო სისტემის წარმომადგენელმა.

2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.

 

კომენტარები