ირანულ-ჩინურ-რუსული ანტი-ნატო

 

15 თებერვალს, ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთით, დაიწყო რუსეთისა და ირანის საზღვაო ძალების ქვედანაყოფების ერთობლივი სწავლება. როგორც რუსული მხარის ოფიციალური წარმომადგენელი მაქსიმ სუსლოვი აღნიშნავს, ღონისძიების ლოზუნგია: ”ერთობლივი თანამშრომლობა მსოფლიო ოკეანეების წყლებზე, ზღვაში უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველსაყოფად”.

ირანის საზღვაო ფლოტის ადმირალმა გოლამრეზა ტაჰანმა აღნიშნა, რომ ”წვრთნებში” დაიხვეწება ”მოკავშირეების” გემების სრული ურთიერთქმედება ისეთ ოპერაციებში, როგორიცაა ხანძრისგან გემების გადარჩენა, მეკობრეებისა და ტერორისტებისგან დაცვა. ასევე სავარჯიშოები შეეხება სარაკეტო კომპლექსებით სამიზნეების განადგურებას როგორც მიწის ზედა ისე წყლის ქვეშ.
ასევე მეზღვაურები “შეეცდებიან” სხვადასხვა ტაქტიკურ და ოპერატიულ ოპერაციების ჩატარებას.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები