„ირანში ამერიკული და ბრიტანული ვაქცინის შემოტანა აკრძალულია“

-„ირანში ამერიკული და ბრიტანული ვაქცინის შემოტანა აკრძალულია.  ამერიკული და ბრიტანული ვაქცინის შემოტანის აკრძალვის შესახებ  ოფიციალურ პირებს უკვე ვაცნობე. ამერიკელებს ვაქცინის წარმოება რომ შესძლებოდათ,  კორონავირუსის ამგვარი ფიასკო საკუთარ ქვეყანაში არ ექნებოდათ“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ  სატელევიზიო მიმართვის დროს.

ამ  ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონ ორასი ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 56 ათასს აღწევს.

კომენტარები