ირმა ინაშვილი – აი, ეს იაფფასიანი… მართლა აგენტები ვინმეს რომ ГРУ- ს აგენტობას დააბრალებენ, ამაზე, მგონი, ყველაზე მეტად თვითონ ГРУ-ს ეცინება

მოკლედ, რა ჟანრია, თავად განსაზღვრეთ: კომედიაა, ტრაგედიაა, ტრაგი- კომედიაა და თუ კიდევ სხვა რამ:

მთელ ქვეყანას რუსეთის აგენტებად აცხადებენ, რა ცხრილი და სქემა არ დახაზეს, რა მილიონებზე არ ილაპარაკეს და ბოლოს, მაინც და მაინც თავისუფლების მოედნიდან… დააკვირდით, თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს მოედნიდან რუსულად იმღერეს. ახლა აღარ იყო რუსეთი ოკუპანტი, თქვე ფარჩაკებო?

იმედია, ხვდებით, როგორ იშიფრება ეს ყველაფერი:

დილიდან ГРУ- თი დაიწყეს და საღამოს თავისუფლების მოედნიდან სწორედ ГРУ-ს მისცეს სიგნალი: თქვენი ვიყავით და თქვენი ვართ, იმასაც ჩაგაბარებთ, რაც ჩასაბარებელი დაგვრჩა ანუ ჩასაბარებელი კიდევ ბევრიაო.

აი, ეს იაფფასიანი… მართლა აგენტები ვინმეს რომ ГРУ- ს აგენტობას დააბრალებენ, ამაზე, მგონი, ყველაზე მეტად თვითონ ГРУ-ს ეცინება.

ფონოგრამა შეეშალათ, თურმე.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები