ირმა ინაშვილი – თუ არ გინდა კობახიძე-სააკაშვილ-ბოკერიას შერწყმული ხელისუფლება – მხარი “პატრიოტთა ალიანსს” დაუჭირე!

 

დევიდ კრამერმა – ოთხი წლის წინ სწორედ მან წარუდგინა მსოფლიოს ვითომ დოკუმენტები და პრეზიდენტი ტრამპი რუსეთთან ფარულ კავშირში დაადანაშაულა. დაიწყო ოთხწლიანი გამოძიებები. ბოლოს დადგინდა, რომ დოკუმენტები ყალბია, მაგრამ ტრამპი ახლაც იძულებულია თავი იმართლოს.

დევიდ კრამერი სააკაშვილ-ბოკერიას უფროსი ძმაა, ამიტომაც თავს დამესხა მე, ირმა ინაშვილს, ერთ-ერთ კონფერენციაზე, თუმცა, საკადრისი პასუხი მიიღო.

წელს დევიდ კრამერი თანამზრახველებთან ერთად თავს დაგვესხა. ესენი არიან: ოლიგარქი ხადარკოვსკი, სააკაშვილ-ბოკერიას ძმადნაფიცი – ეგორ კუროპტევი და პედოფილიისთვის ნასამართლევი ვინმე ლივშეცი, რომელსაც შარვლის ჩახდა ბრძოლა ჰგონია.

ამ ცილისმწამებლებმა უბრალოდ დახაზეს უსახელო ცხრილი ინტერნეტ სივრცეში და მე და ჩემი მეგობრები რუსეთთან ფარულ კავშირში დაგვადანაშაულეს. ტრამპზე შეთხზულ-შეკერილი საქმის მსგავსად, აქაც კრამერ-სააკაშვილ-ბოკერიები გამოძიებას ითხოვენ, თანაც ამ ყალბ საქმეში ჩართეს 17 საკუთარი, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაცია.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები