ირმა ინაშვილი: თქვენი გამთლიანებული ქვეყანა მე ვერ ვნახე!

– “ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატი, მაგალითად, ბატონი დიმიტრი ცქიტიშვილი ძალიან ეგზოტიკურად გამოიყურება, როცა ლამისაა დაგმოს პატრიოტთა ალიანსის ვიზიტი მოსკოვში. ისე აცხადებს,- ეს დელეგაცია საქართველოს არ წამოადგენსო, თითქოს თავად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის უმრავლესობით მოხვდა პარლამენტში. ბატონო დიმიტრი, კარგია, რომ შეფასებებისას მაინც ზომიერების დაცვას ცდილობთ, ამას ვაფასებ, მაგრამ ცუდია, რომ ვერ აცნობიერებთ, რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და რაოდენ სახიფათო გამოწვევების წინაშე ვდგავართ ყველა ერთად, თქვენი ხელისუფლების წყალობით და სამშობლოს მოღალატე- ბოკერია-სააკაშვილების ძალისხმევით.

რაც შეეხება ჩვენს გაცხადებულ მიზნებს, ეს მიზანი საქართველოს მთლიანობაა და ვინმეს (უფრო ჭკვიანს და ბრძენს, მაგალითად, თქვენ) თუ ესმის, როგორ უნდა განხორციელდეს ქვეყნის გამთლიანების შესაძლებლობა სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის გარეშე, მზად ვარ მოვუსმინო, მაგრამ თქვენი გამთლიანებული ქვეყანა მე ვერ ვნახე, აგერ თითქმის 50 წლის ვხვდები და დაშლაზე რომ საქმე მიდგება, ყველა მაგრები ხართ!” – წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები