ირმა ინაშვილი თავისი ხელფასის ნახევარს მზრუნველობა მოკლებული ბავშვების გამოსაკვებად ხარჯავს

ქართული ოცნების კოლექტიურ კობახახიძეებს და ნაცმოძრაობის კოლექტიურ ბოკერიებს მინდა გკითხოთ, რა ნაბიჯები გაქვთ გადადგმული იმ ბავშვების დასაპურებლად, რომლებიც მზრუნველობას მოკლებული გახლავთ და გაუსაძლის სოციალურ პირობებში იბრძვიან გადარჩენისთვის.

ვის რა გაგიმეტებიათ ჩვენი პატარებისთვის, რომლებიც შიმშილობს.

პარლამენტიდანაც კი არავის შეგიწუხებიათ თავი იმ ბავშვების პრობლემებზე სასაუბროდ, რომლებიც დღეს შიᲛშილს ებრძვის.

ირმა იყო ის ადამიანი, რომელიც აქტიურად საუბრობდა პარლამენტიდან ბავშვთა შიმშილზე.

ქართული ოცნება არჩევნების შემდეგ სახელმწიფო დაფინანსებას დაახლოებით 20 მილიონ ლარს მიიღებს, რამდენს გაიმეტებს მმართველი პოლოტიკური პარტია მზრუნველობა მოკლებული პატარებისთვის ???

ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო კი ერთად 15 მილიონ ლარზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ სახელმწიფოსგან.
ამ დაფინანსებისგან რამდენს გაიმეტებს ამ პოლიტიკური ძალების ლიდერები ჩვენი პატარებისთვის ???

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები