ირმა ინაშვილი: ,,მეგობრებო, ყველას პატივისცემით ვწერ ამას. თუ თვალს დაიბრმავებთ იმაზე, რაც ამ ქვეყანაში მოხდა და ნამდვილად გაყალბდა არჩევნები

,,მეგობრებო, ყველას პატივისცემით ვწერ ამას. თუ თვალს დაიბრმავებთ იმაზე, რაც ამ ქვეყანაში მოხდა და ნამდვილად გაყალბდა არჩევნები, ხვალ გაცილებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა. დიახ, სისტემაა შესაცვლელი ყველა მიმართულებით! შესაცვლელია მართვის სისტემა, ხელისუფლების და კობახიძეების აზროვნების სისტემა, საპარლამენტო უზურპაციის სისტემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ! ძალიან გასაგებად ვწერ და ამ თემაზე კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებ: ვერავინ და ვერაფერი ვერ მაიძულებს, რომ თვალი დავხუჭო იმაზე, რაც მოხდა. თუ ამაზე- არჩევნების გაყალბებაზე თვალს დავხუჭავთ, იცოდეთ: იწყებენ ხოლმე არჩევნების გაყალბებით და აგრძელებენ სხვა მანკიერებებით! მე “ქართული ოცნების” ვალი არა მაქვს, ჩემი სამშობლოს ვალი მაქვს! კარგად თუ დაფიქრდებით, თქვენს გულში მაინც აღიარებთ, რომ სწორედ ოცნებაა ნაცების ყველაზე ერთგული დონორი! სწორედ ოცნება აცოცხლებდა და აცოცხლებს ნაცმოძრაობას, ხოლო მე და ჩვენი პარტიის მხარდამჭერები ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოვუწოდებდით! ასევე, ყველამ დაანებოს თავი, ჩემი მიკერების მცდელობას ვინმესთან ან რამესთან! ისე ვმოქმედებ, როგორც ჩემი სინდისი მკარნახობს და ვისაც თვალი აქვს, უნდა ხედავდეს, რომ მარტო ვართ და დამოუკიდებლად ვმოქმედებთ! ამიტომ კობახიძე- მდინარაძეების პიარ-კამპანიის მძევლები ნუ გახდებით, ჩემი თხოვნაა. სწორედ კობახიძე და მდინარაძეა ნაცების მოკავშირე და დასაყრდენი ამდენი წლის მანძილზე და წესით, ეს უნდა დაგენახათ! ხაზს ვუსვამ: ჩვენ არა ვართ “ქართული ოცნების” ფილიალი, რომ მომიწოდებდეთ ან ასე ვიმოქმედო ან ისე ვიმოქმედო. ვიმეორებ: ისე ვმოქმედებ, როგორც საქართველოს მომავლისათვისაა სასიკეთო! იმედია, აქ ის ადამიანები არ დაიღლით კომენტირებისგან თავს, რომლებიც , ასევე, კობახიძე-მდინარაძის მესიჯებს იმეორებენ: თითქოსდა “ქართული ოცნების” ხალხი იდგა ჩვენს აქციებზე. მე ყველას პატივს ვცემ, ვინც წესიერი და უანგარო ადამიანია, მეგობრები ნამდვილად მყავს “ქართულ ოცნებაში”, მაგრამ პატრიოტების აქციებზე ბოლო წლებში ხალხი არა მარტო ნაცმოძრაობის დასჯას ითხოვდა, არამედ “ქართულ ოცნებას” ეუბნებოდა არა-ს და თუ ოცნების მხარდამჭერები ამ აქციებზე იდგნენ, მაშინ ისინი ჩვენი მხარდამჭერები ყოფილან და არა ოცნების. წარმატებებს გისურვებთ ყველას!

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები