ირმა ინაშვილი ოპოზიციურ პარტიებს: „ერთად მივმართოთ ცესკო-ს – განცხადებებით თქვან უარი საპარლამენტო მანდატებზე“

-„მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელიც დღეს ამბობს, – არ შედის პარლამენტში, გააკეთოს ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ეს არის უარის თქმა განცხადებების ფორმირების საშუალებით. მთელი სიითი შემადგენლობის ნაწილმა, უმრავლესობამ უნდა დაწეროს განცხადება უარზე, ერთად შევიტანოთ ეს განცხადებები ცესკო-ში. მაშინ, ყველანაირი პრობლემა მოიხსნება, 45 დღეში დაინიშნება არჩევნები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, ამ გზით წავიდეთ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, კობახიძის საყურადღებოდ, ჩაიხედოს კანონში საჯარო მოსამსახურეების შესახებ. არავის არ აქვს უფლება, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ადამიანი, მოქალაქე დანიშნოს ამა თუ იმ სამსახურში“,  – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.

კომენტარები