ირმა ინაშვილი – „ქართული ოცნების“ ქმედებები ცხადყოფს, -ყველაფერზე წავლენ, რათა საპარლამენტო სკამებს“

-„„ქართული ოცნების“ ქმედებები მორიგჯერ ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ ყველანაირ უკანონობას და უზნეობას იკადრებს, ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით.

ვფიქრობ, აღარავისთვის არაა სადავო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ტოტალურად გააყალბა არჩევნები, აღარავისთვის არაა სადავო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა საპარლამენტო ხელისუფლება. აღარვისთვის არაა სადავო, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზე წავა, რათა საპარლამენტო სკამებს სამუდამოდ მიეწებოს. იმ დეპუტატებს შორის, რომლებსაც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ სადეპუტატო უფლებამოსილება არ მოუხსნა, არიან გამოცდილი იურისტები, იგივე დავით უსუფაშვილი და, ალბათ, მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. თუმცა, განიხილავს კი საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს?! აი, აქ არის დიდი კითხვის ნიშანი“, – წერს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე,  „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, – საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს.

 

კომენტარები