ირმა ინაშვილი – “ქართულ ოცნებას” ვეკითხები, სრულიად მატყუარა და უსინდისო კობახიძეს: თითო სკამი გვაქვს დათვლილი

“ქართულ ოცნებას” ვეკითხები, სრულიად მატყუარა და უსინდისო კობახიძეს: თითო სკამი გვაქვს დათვლილი, ყველა ე.წ. მარშრუტკა და ავტობუსი, დრონის ყველა კადრია გაანალიზებული, აქციაზე 4500 კაცზე ნაკლები იყო. პირდაპირ აჩვენა “ობიექტივმა” ადამიანები, ვინც ღიად ამბობს, რომ 200 ლარი გადაუხადეს.
ჩვენთან ამავე მოედანზე 3 ოქტომბერს შეიკრიბა 30 000 კაცზე მეტი და ეგენი მაინც არიან მეორე ძალა და ჩვენ გვაქვს 5% ? აუდიოჩანაწერები ხომ გადმოგეცით, ყველა საელჩოს ხომ გადავეცი, სენატორებს და კონგრესმენებს, ვეროდეპუტატებს ხომ გავუგზავნე… ეს აუდიოჩანაწერები უტყუარი მტკიცებულებაა, რომ სააკაშვილს 2,5% აქვს, მის ირგვლივ გაერთიანებულ პარტიებს არც ერთს არა აქვს 1%, თქვენ- ” ქართულ ოცნებას” გაქვთ 15% და ჩვენ- 23%, მაგრამ თქვენი ტელევიზია- “იმედი” კვლავ ნაცმოძრაობას აცხადებს მეორე ძალად. ისიც არ გესმით, რომ ახლა ამათი პატრონები ჯერ მეორე ადგილზე გაგაყვანინებენ მწამებელთა პარტიას და მერე მთელ მსოფლიოს ეტყვიან,- პირველზე უნდა გასულიყვნენ, მაგრამ გაუყალბესო და თქვენს ჩამოგდებას დაიწყებენ. თქვენ ჩაისვრით და მაგიდის ქვეშ შეძვრებით და ისევ ჩვენ გამოვალთ და გავხევთ ამათ შუაზე… ამიტომ გირჩევთ: ჩვენ დაგვიწეროთ, რაც გვეკუთვნის და მაგათ, რაც აქვთ რეალურად- 2,5% და ყველაფერი კარგად იქნება.

და კუთვნილ 2,5%-ს რომ მიღებენ, მერე გაბედონ ერთი გარეთ გამოსვლა.
წერს – ირმა ინაშვილი

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები