ირმა ინაშვილი – 2006-2007 წლებში სააკაშვილის ხელისუფლების სამართლებრივი აქტებით კოდორი – ზემო აფხაზეთად, ახალგორი კი სამხრეთ ოსეთად გამოცხადდა

2006-2007 წლებში სააკაშვილის ხელისუფლების სამართლებრივი აქტებით კოდორი – ზემო აფხაზეთად, ახალგორი კი სამხრეთ ოსეთად გამოცხადდა.
2008 წელს სააკაშვილმა ცხინვალში უბედურება დაატრიალა. ფარული გარიგების საფუძველზე გაწირა ჯარი და მოსახლება; მოწინააღმდეგეს გადააბარა კოდორი და ახალგორი – ჯამში, 155 სოფელი, რომელთა უმრავლესობაში ომი საერთოდ არ იყო.
პრეზიდენტი სარკოზი წერს, რომ სააკაშვილმა უარი თქვა საერთაშორისო მსჯელობაზე სოხუმისა და ცხინვალის სტატუსთან დაკავშირებებით, რამაც საშუალება მისცა რუსეთს, ერთპიროვნულად განესაზღვრა სოხუმისა და ცხინვალის სტატუსი, ანუ ეღიარებინა ისინი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ნომერ 1633 რეზოლუციაში ჩვენთვის საზიანოდ წერია, რომ საქართველომ ცხინვალი გაუფრთხილებლად დაბომბა, რამაც სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვია, რუსეთმა კი საპასუხო შეტევა განახორციელა. ამ რეზოლუციას ხელს სააკაშვილის თანამებრძოლები აწერენ – კანდელაკი, თარგამაძე, დარჩიაშვილი, თაქთაქიშვილი და გაბაშვილი.
ვფიქრობ, ამ რეზოლუციაზე ხელმოწერა ღალატია!
სააკაშვილ-ბოკერიებს სურთ, რომ ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა სამუდამოდ დავკარგოთ ერთმანეთი! “ქართული ოცნება” კი არც სააკაშვილს სჯის და არც ბოკერიას!

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები