ირმა ნადირაშვილის მეტსახელი „ნურსა” – გიგი უგულავა

-„ჯერ კიდევ როცა “რუსთავი 2” ქალაქ რუსთავში იყო, ერთ ადამიანს ამერიკული ნურსის ტიპის რაკეტის საპატივსაცემოდ ნურსა ეწოდა. მაშინ ახალბედა დამწყები ჟურნალისტი იყო რუსთავიდან. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა.

ნურსა ბევრ საზიზღარ ტიპს დაეცა თავს ამერიკული ბომბივით. ჩემი ბოროტების გამანადგურებელი ნურსა, ზოგჯერ რაკეტისთვის შეუფერებელი ნურსიკა, მშობლიურ რუსთავში მაჟორიტარ კანდიდატად ბრუნდება, რომ გაწმინდოს იქაური ოცნების ავგიას თავლა. წარმატებები შენ”, – წერს „ევროპული საქართველო”-ს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატ ირმა ნადირაშვილის შესახებ.

კომენტარები