ირმა ნადირაშვილი ირაკლი კობახიძეს: „შემოთავაზება, – გადაითვალოს საარჩევნო უბნები საჭირო რაოდენობით, მორიგი სისულელეა“

-„შემოთავაზება, – გადაითვალოს საარჩევნო უბნები საჭირო რაოდენობით, მორიგი სისულელეა, რადგან, ეს ბიულეტენები ამდენი ხნის განმავლობაში იყო თამარ ჟვანიას ხელში, -პირდაპირ დაჯღაბნა ოქმები, ასე დასვა არჩევნების შედეგი. „ევროპული საქართველო“ მმართველი პარტიის შეთავაზებას არ მიიღებს.

მსგავსი სისულელეები კობახიძისგან არაერთხელ მოგვისმენია, ცხადია,  დღევანდელ ბრიფინგზე არაფერი ახალი არ უთქვამს.

შესაბამისად, არ არსებობს არანაირი ნდობა, -ამ ბიულეტენებში უკვე წინასწარ ყველაფერი არ არის გასწორებული.  ჩვენი მოთხოვნები არის გასაგები, -რიგგარეშე არჩევნები, რომელსაც წინ უნდა უძღოდეს საარჩევნო სისტემის შეცვლა. ამიტომ, ცხადია, ეს არის ირაკლი კობახიძის კიდევ ერთი გამოსვლა გამოსვლისთვის, არ ცვლის ვითარებას და ჩვენ ამ წინადადებას არ მივიღებთ..

არ ვიცი, შესაძლოა, კობახიძე  ოპოზიციას ეძახის ფრიდონ ინჯიას.ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ დაგეგმილი საარჩევნო რეფორმის ძირითადი ასპექტები ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესში შეჯერდა, ჩემთვის ფრიდონ ინჯია არც ოპოზიცია და არც მრავალპარტიული პარლანმენტი არ არის.  ის არის ღრმად კორუმპირებული შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკი, რომლის პარლამენტში შესვლა თავის აფსონებთან ერთად არაფერს ცვლის. ცხადია, ოპოზიციას აქვს თავისი ხედვა, უმრავლესობისთვის აქვს გაგზავნილი დოკუმენტი, როგორ წარმოუდგენია საარჩევნო სისტემის შეცვლა ისე, რომ ბიძინა ივანიშვილი არ წერდეს შემდეგ შედეგს, ჩვენ კონსულტაციები ამ თემებზე არ გვქონია, გვქონდა ოფიციალურად გაგზავნილი დოკუმენტი, როგორ ვხედავთ შეცვლილ საარჩევნო სისტემას, მაგრამ, პირველ რიგში ეს უნდა იყოს რიგგარეშე ხელახალი არჩევნების დანიშვნა,  ცხადია, ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, ასევე აუცილებელი პირობაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა.

-„არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში და მოიწვევენ ყველა საერთაშორისო, თუ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას“.

კომენტარები