„ისევე როგორც ენგურჰესია ღირშესანიშნავი… ასეთივე ცენტრი იქნება „ნამახვანი…“-მერაბ ლომინაძე

„ენკას“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ „მთავარის“ ეთერში განაცხადა:
-„ჩვენთან არა ერთხელ განვაცხადეთ, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება უკვე ოპერირებად ჰესზე, რა პროექტები განხორციელდება ტურიზმის ინფრასტრუქტურით, კერძოდ ვგულისხმობ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების საგრანტო პროგრამებს, ვგულისხმობ სოფლის მეურნეობის პროგრამებს, ვფიქრობთ კულტურული ცენტრების გახსნას ჰესის გარშემო. ძალიან ბევრმა არ იცის ის დიდი ღვაწლი, რომელიც ხეობამ ქვეყანას მოუტანა. მრავალი ღვაწლმოსილი ადამიანი გახლდათ ამ ხეობიდან. ამ პროექტით ამ ხეობას ახალ სიცოცხლეს ვაჩუქებთ, ხალხი ამ ხეობაში დაბრუნდება, რომელიც დაცარიელდება. თუნდაც დაგვიანებულად, ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ. ნამახვანჰესი იქნება ტურისტული ადგილი. ისევე როგორც ენგურჰესია ის ღირშესანიშნავი ადგილი, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ნებისმიერ ტურისტს აინტერესებს, ზუსტად ასეთივე ცენტრი იქნება ნამახვანი“.
კომენტარები