„ისეთი გამომეძიებლობა, რომ შენ გინდა შეეხო, ეს არის ნამდვილი, ცოცხალი და სწორი სურვილი“-თეოდორე გიგნაძე 

-„ისეთი გამომეძიებლობა, რომ შენ გინდა შეეხო,
ეს არის ნამდვილი,
ცოცხალი
და სწორი სურვილი.
წმინდანებიც ასე გვასწავლიან,
სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, გამოკვეთილად საუბრობს ამ თემებზე, ძალიან ბევრს,
რომ უნდა განიცდიდე შენში ქრისტეს მყოფობას,
უნდა განიცდიდე ამას.
თუ ეს განცდის დონეზე არ გაქვს, შენ ქრისტიანი არ ხარ.
რას ნიშნავს განცდის დონეზე?
აი, თომა მოციქულის მდგომარეობას ნიშნავს.
ის მოუდრეკს მუხლს და ეუბნება
– “უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი”.
ეს აღიარება არის ის აღიარება, რომელიც გაცნობიერებული არ ქონდათ არავის, მაგრამ
იმის მერე გავიდა ორიათასი წელი და
ეკლესია სულ იბრძოდა ამ სულიერი ინტუიციის დადასტურებისათვის,
დამტკიცებისათვის,
სიტყვებში ფორმულირებისათვის,
მისი ვერბალიზაციისათვის,
დოგმატის რანგში აყვანისათვის, რომ
იესო ქრისტე, არის ღმერთი
და ადამიანი ერთდროულად.
იესო ქრისტე არის ის ღმერთი, რომელმაც გალაქტიკები და სამყარო შექმნა,
აი, ეს ღმერთია სწორედ, იესო ქრისტე“.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ამონარიდი ქადაგებიდან, 09.05.2021
კომენტარები