„ისინი არასდროს ისეთ განცხადებებს არ გააკეთებენ, სადაც არ იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბარი, იმ გუნდის პასუხისმგებლობაზე, რომელიც მართავს“-მამუკა მდინარაძე

ფრაცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა:

-„რა თქმა უნდა, ბუნებრივია, არც ერთი პარტნიორი, მეგობარი, მით უმეტეს, თუ დასაველელ პარტნიორებზეა საუბარი და ამ სივრცეში ვსაუბრობთ, ისინი არასდროს ისეთ განცხადებებს არ გააკეთებენ, სადაც არ იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბარი, იმ გუნდის პასუხისმგებლობაზე, რომელიც მართავს ქვეყანას. ეს არის წარმოუდგენელი, რაც არ უნდა პროცესები განვითარდეს და ამაში რაც არ უნდა მტყუანი იყოს ოპოზიცია. წარმოუდგენელია, ვინმემ თქვას,  ხელისუფლების პასუხისმგებლობა არაფერი არ არის, რაც საქართველოში ხდება. აქ ნიშანდობლივია, ამ ფონზე მკაფიოდ, ხაზგასმით მიუთითებენ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც.

რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან პრინციპული წიანააღმდეგობა არ ყოფილა, ეს ყველამ იცის. ხელს ვაწერდით დოკუმენტს. არა თუ ხელმოწერამდე მივიდა საქმე, არც კი გაგრძელდა მსჯელობა, რადგან მეორე მხრიდან პრიორიტეტულად ულტიმატუმები იყო დაყენებული“.

ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა:

კომენტარები