„ისინი პატივს სცემენ საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს, მაგრამ ამავე დროს გაუგებარია, მათი გადაწყვეტილება დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის“-სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი, მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე.

დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„კარგია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება რომ მიიღო, თუმცა მიმაჩნია, – მათი მხრიდან ასევე სწორი იქნება შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერა. ოპოზიციამ გადაწყვეტილება პარლამენტში საქმიანობის შესახებ მიიღო სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე. ჩემთვის პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებულია, – გააგრძელო პარლამენტში საქმიანობა და უარი თქვა ხელმოწერაზე მაშინ, როდესაც შეთანხმება მიაჩნიათ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამოცანად ჩვენს მოკავშირეებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ოპოზიციური ძალების ძალისხმევა მიმართული იყოს მიშელის გეგმის შესრულებისკენ. პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილებით ისინი პატივს სცემენ საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს, მაგრამ ამავე დროს გაუგებარია, მათი გადაწყვეტილება დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის შესახებ”.

კომენტარები