„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლეს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავეა.

2011 წელს აშშ-მ ის ოფიციალურად ტერორისტად გამოაცხადა და მის შესახებ ინფორმაციისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.

ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ის ერაყის დედაქალაქიდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სამარაში 1971 წელს დაიბადა. მისი ნამდვილი სახელია იბრაჰიმ ავად ალ-ბადრი. 2003 წელს ალ-ბაღდადი ერაყის ერთ-ერთ მეჩეთში მსახურობდა. არსებობს ვერსია, რომ ის ჯერ კიდევ სადამ ჰუსიენის მმართველობის დროს ჯიჰადის მიმდევარი იყო.

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელი „როიტერსთან“ საუბარში აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი სირიაში აშშ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმის რეიდის შედეგად მოკლეს.

ამერიკული მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიის პროვინცია იდლიბში იყო ლიკვიდირებული.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თეთრ სახლში საგანგებო ბრიფინგი გამართა.

ტრამპმა დაადასტურა, ამერიკელი სამხედროების მიერ, სირიის ჩრდილოეთში “ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია.

„ალ ბაღდადი დაიღუპა აშშ-ის სპეცოპერაციის შედეგად, სირიის ჩრდილოეთით. არცერთი ამერიკული სამხედრო არ არის დაზარალებული”, – განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები