„ისლამურმა სახელმწიფომ“ ვენაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ვენაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო.

აღნიშნული განცხადება ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ტელეგრამის“ არხით გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენაში შეიარაღებული თავდასხმა „ხალიფატის ჯარისკაცმა“ განახორციელა.

2 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქში სროლების შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 17 კი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ცეცხლი 6 სხვადასხვა ადგილას გახსნეს, მათ შორის ვენის ცენტრში მდებარე სინაგოგასთან.

ქვეყნის კანცლერმა, სებასტიან კურცმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა და ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლულია. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მომხდარი ტერაქტის მოწყობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დღეს დააკავეს.

კომენტარები