ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. „ჰამასმა“ თელ-ავივის, აშდოდისა და ბეერ-შევას მიმართულებით სარაკეტო დარტყმები

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის, აშდოდისა და ბეერ-შევას მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. დაშავდა მოსახლეობა.

12 მაისს ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. დაჯგუფებამ სდეროთისა და აშკელონის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ბოლო დღეების განმავლობაში, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 600-მდე რაკეტა ისროლეს.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა.

კონფლიქტის ესკალაციის დაწყებიდან დღემდე, ისრაელმა საპასუხო ზომების ფარგლებში ღაზის სექტორში 600-მდე სამიზნე გაანადგურა.

ახლო აღმოსავლეთში 2014 წლიდან ისრაელსა და პალესტინას შორის ყველაზე მასშტაბური კონფლიქტი დაიწყო. იერუსალიმში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირების შემდეგ დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშების განხორციელება დაიწყო. ისრაელის ძალები კი პალესტინის მიმართ ავია იერიშებს ახორციელებს. არიან დაღუპულები.

კომენტარები