ისრაელის პრემიერ-მინისტრი ლიბანსა და ლიბანურ მოძრაობა „ჰესბოლას“ „გამანადგურებელი სამხედრო დარტყმით“ დაემუქრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამენ ნეთანიაჰუ ლიბანსა და ლიბანურ მოძრაობა „ჰესბოლას“ „გამანადგურებელი სამხედრო დარტყმით“ დაემუქრა.
„ჩვენ მოვისმინეთ ნასრულას სიტყვები მის აგრესიულ გეგმებთან დაკავშირებით. „ჰესბოლა“ თუკი ასეთ სისულელეს ჩაიდენს და ისრაელს დაარტყამს, ჩვენ მას და ლიბანს გამანადგურებელ სამხედრო დარტყმას მივაყენებთ“ , – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ტელეარხ „ალ-მანართან“ ინტერვიუში „ჰესბოლას“ გენერალურმა მდივანმა ჰასან ნასრულმა რუკაზე მიუთითა ისრაელის უმსხვილესი ქალაქები, რომლებიც იმ ზონაში მდებარეობენ, რომლებსაც მათი რაკეტები მიწვდება.

კომენტარები