ისრაელის ტელემაუწყებლობის ცნობილი სახე-ოშრატ კოტლერი “ფაშისტური ვაქცინაციის წინააღმდეგ!”

 

ოშრატ კოტლერი, ცნობილი ჟურნალისტი, წლების განმავლობაში  ისრაელის ტელემაუწყებლობის გამორჩეული სახე, ვაქცინაციის კამპანიის წინააღმდეგ მწვავე განცხადებით გამოვიდა. მან ვაქცინაციის კამპანიას, “პროპაგანდის მზაკვრული ავტოკლავი უწოდა, რომელიც ჯადოქრებზე ნადირობას ესაზღვრება!”

ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული მისი მიმართვა იწყება სიტყვებით: “შეძრწუნებული ვარ ჩვენი ეროვნული ბედით და გული სისხლით მეთუთქება!” განცხადებას ფონად დართული აქვს სურათი, რომელზეც გაკეთებულია წარწერა –ისრაელის ჰიმნის პირველი სიტყვები:

ვიყოთ თავისუფალი ხალხი საკუთარ ქვეყანაში!”

 ოშრატ კოტლერის სიტყვები, ეთერში გამოხატული რეაქცია და ემოციები, საოცრად ამაღელვებელი და ბევრისთვის დასაფიქრებელია:

“მე არც პანდემიის უარმყოფელი ვარ და არც ვაქცინაციის წინააღმდეგი, მაგრამ ის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, სიმშვიდეს მაკარგვინებს, ღამეები არ მძინავს,  ჩვენ დავიწყეთ არავაქცინირებული ადამიანების მონიშვნა და მათი თავისუფლების შეზღუდვა! მოქალაქეებს  ორ სახეობად  ვყოფთ, ვანაწევრებთ, ვაქცინირებულები “უმაღლეს კლასს” წარმოადგენენ, რომელთათვისაც დაშვებულია  კულტურული და სპორტული ღონისძიებებით ტკბობა-გართობა, არავაქცინირებულები კი “მეორე ხარისხს”  შეადგენენ და ეს უკვე კვირას იწყება, გესმით! ჩვენ ვთანამშრომლობთ ადამიანთა სელექციის უაზრო ნაბიჯებთან!

მადლობა რეშეფ ლევის, რომელმაც განაცხადა, რომ თავის ღონისძიებებზე მიიღებს როგორც ვაქცინირებულებს, ასევე არავაქცინირებულებს, ამის საპასუხოდ რა გააკეთა  ჯანდაცვის სამინისტრომ, დაიწყო  შესაბამისი კანონპროექტის მომზადება, და  ეს ჯერ კიდევ არვის გაუპროტესტებია!

რა გჭირს ერო! ჩვენ არ ვემორჩილებით იძულებით ვაქცინაციას. ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაიძულოთ ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ, რომლებიც არ ენდობიან ან უბრალოდ ვერ იკეთებენ აცრას,  ვაიძულოთ  ვაქცინაცია  და რაც მთავარია, მეორე ხარისხის მოქალაქეებად გამოვაცხადოთ!

რა ხდება ჯანდაცვის კუთხით?  ჩვენ ვალდებულნი ვართ მოსახლეობა დავიცათ ინფექციისგან, კარგა ხანია გვაქვს კიდეც,  მეტად მარტივი და მოსახერხებელი საშუალება, მაგრამ  უცნობი და გაურკვეველი მიზეზით სახელმწიფო არ იყენებს მას. ეს არის კორონავირუსზე 15 წუთიანი შემოწმება, რომელიც მარტივად შეიძლება გამოვიყენოთ.

ნაცვლად იმისა, რომ დავაკანონოთ ფაშისტური კანონები, იძულებით ავცრათ ხალხი, უმჯობესია, და ამაზე აქამდეც უნდა ეზრუნა მთავრობას, შეექმნა ათასობით შემმოწმებელი პუნქტი, ყველა დაწესებულების წინ, სადაც მარტივად, სულ 15 წუთში  მოხდებოდა ადამიანთა შემოწმება, და ამ შემოწმების შემდეგ მხოლოდ მათი შეშვება, ვისაც უარყოფითი პასუხი ექნებოდა.

 

შოკში ვარ, რა გემართება ერო? და კიდევ, ორიოდე სიტყვა ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს, რა გჭირთ? ვის აძლევთ ბანს? ვისთან ერთად მღერით ერთ გუნდად? სად არის კითხვები, თქვენი აზრი, კრიტიკა?”- ცრემლებს და ემოციებს  ვერ იკავებდა ეთერში ცნობილი ჟურნალისტი- ოშრატ კოტლერი!

 

P.s. იქნებ ქართველი ტელეჟურნალისტებიც დაფიქრდნენ ებრაელი კოლეგის ამ მოწოდებაზე, მეტი დრო დაუთმონ ქვეყნის წამყვან სპეციალისტებს, ცალკეული დარგის გამორჩეულ ექიმებს, მეცნიერებს, მოუსმინონ მათ აზრს ვაქცინებზე, ვაქცინაციაზე, საზოგადოდ, პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებზე, ალტერნატიული დაცვის საშუალებებზე, იმ გამცდილებაზე, რომელიც მათ დაუგროვდათ, იმ მიგნებებსა და გამოგონებებზე,  რომლებიც მათ საკუთარი ნიჭითა და ცოდნით ასევე შექმნეს  პანდემიის პერიოდში და რომლითაც არავინ დაინტერესებულა ქვეყანაში!

ხომ არ გეჩვენებათ, რომ პანდემიასთან ბრძოლის ფრონტზე  ერთი და იგივე სახეების გამოჩენა, მათი მიზანმიმართულად წარმოჩენა, კონკრეტული, მხოლოდ მათთვის სასურველი აზრის გატარებისა და მოსახლეობის ცალმხრივად ინფორმირებისთვის,

იმ ვითარებაში, როცა სხვა გმირები არ ჩანან, გაცილებით მაღალი რანგის სპეციალისტებს არ ეძლევათ განსხვავებული აზრის დაფიქსირების საშუალება,

საქართველოშიც მიმდინარე  მზაკვრული პროპაგანდის ნაწილია?!

დაფიქრდით კოლეგებო, გაიღვიძე ერო!

თინათინ გოცაძე

კომენტარები