ისრაელმა ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობა გააუქმა

ისრაელმა ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობა გააუქმა.

ღია სივრცეებში პირბადის ტარების გაუქმების მიუხედავად, ისრაელის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეებში მისი ტარება.

ქვეყნის 16 წელს ზემოთ მოსახლეობის 81%-ი Pfizer/BioNTech -ის ვაქცინის ორივე დოზით უკვე აიცრა, რამაც ისრაელში ინფიცირების და ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი მნიშველოვნად შეამცირა.

უცხოელებისთვის ისრაელში ჩასვლა კვლავ შეზღუდულია.

კომენტარები