ისრაელში, კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევები -შეზღუდვების განახლება

ისრაელში, კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევები იზრდება. ამის გამო მთავრობამ შეზღუდვების განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენცია გამართა.

-„ისრაელის მთავრობის დადგენილებით, შეზღუდვები პირველ რიგში შეეხება საზოგადოებრივ შეკრებებს. მთავრობის ახალი რეგულაციით, იკრძალება დახურულ სივრცეებში, მათ შორის სახლებში 20-ზე მეტი ადამიანის შეკრება, სინაგოგებში, ღონისძიების დარბაზებში, ბარებსა და კლუბებში  50-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

კორონავირუსთან ბრძოლას დრო დასჭირდება. შეიძლება, შეცდომების ხარჯები, როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე ეკონომიკისთვის, ძალიან ცუდი აღმოჩნდეს. ჩვენ დავადგენთ მინიმალურ შეზღუდვებს, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების შეჩერებისა და ეკონომიკის შესანარჩუნებლად.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეზღუდვებით დაზარალდება, კომპენსაციას დაექვემდებარება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

კომენტარები