ისრაელში სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა

ისრაელში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შტამით ინფიცირებული პირი ისრაელის მოქალაქეა, ის სამშობლოში მალავიდან დაბრუნდა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, შესაძლოა, კიდევ ორი პირი იყოს ა კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირებული, მათი ტესტის საბოლოო შედეგებს ელოდებიან.

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

დიდი ბრიტანეთი სამხრეთ აფრიკასა და აფრიკის კიდევ 5 სახელმწიფოსთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს. ისრაელმა სამხრეთ აფრიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი ე.წ. წითელ სიაში შეიყვანა.

კომენტარები