ისრაელში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.  დაიხურება საგანმანათლებლო დაწესებულებები, ფუნქციონირებას შეწყვეტს კაფეები და რესტორნები. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.

-„დღეს, მთავრობის სხდომაზე უახლოესი 3 კვირის განმავლობაში ქვეყნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მივიღეთ“,-განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელში, ამ დრომდე, ვირუსი 153 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1108 პირი.

ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 3000-დან 5 000-მდე მერყეობს.

შემზღუდველი ზომები 19 სექტემბრიდან ამოქმედდება, სამი კვირა გაგრძელდება.

კომენტარები