ისტორიაში პირველად SpaceX-მა და NASA-მ კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი გაუშვეს

ისტორიაში პირველად SpaceX-მა და NASA-მ კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი Crew Dragon გაუშვეს. SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორი ასტრონავტის გაგზავნა.

ასტრონავტების გაშვების პირველი მცდელობა 28 მაისს უამინდობის გამო გადადეს. 2011 წელს Space Shuttle-ის პროგრამის დახურვის შემდეგ, ეს ამერიკიდან ასტრონავტების კოსმოსში გაშვების პირველი შემთხვევა იქნება.

SpaceX-ი პირველი კერძო კომპანია გახდა, რომელმაც ადამიანები კოსმოსში გაგზავნა.

კომენტარები