ისტორია წაშლის ფეიკ პროპაგანდას, ხოლო საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან საჩუქრად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დარჩება

ფეისბუქის გვერდის Bidzina Ivanishvili & Media ადმინისტრატორი წერს:

– ბიძინა ივანიშვილმა ჭაობი, რომელიც ქუთაისის მახლობლად, „მუხნარი“ ტყის მიმდებარედ მდებარეობდა, ტბად აქცია, მის გარშემო კი რეგიონში უდიდესი და მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო. ციცინათელა, მუსიკოსთა პარკი, მინიატურების პარკი, დენდროპარკი- ყველა ეს უნიკალური პროექტი ჭაობებზეა გაშენებული. ამ გამოუსადეგარ და გაუვალ ტერიტორიებს ერთი ადამიანის ინიციატივამ და ძალისხმევამ მატერიალური, სოციალური და კულტურული შინაარსი მისცა,- ტელეკომპანია ,,POSTV” ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის უნიკალურ კამპუსს ვრცელ სიუჟეტს უძღვნის.
სიუჟეტის ავტორის თქმით, როგორც უნივერსიტეტის დაარსების, ისევე ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციის მინიჭების იდეა,ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს,ეკატერინა ხვედელიძეს ეკუთვნის.
სიუჟეტში მოყვანილია ფრაგმენტი ინტერვიუდან, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძე საერთაშორისო უნივერსიტეტზე საუბრობენ.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, 2007 წელს, როდესაც იგი, მისივე ინიციატივით უნივერსიტეტის რექტორს, ხუბუას შეხვდა, მან ამ შეხვედრაზე გამოთქვა დიდი ხნის სურვილი, საუნივერსიტეტო ქალაქის.
,,იდეა ნელ-ნელა ყალიბდებოდა და დღეს, როდესაც უკვე სხვანაირ ეპოქაში გადავდივართ და უმაღლესი ტექნოლოგიები უკვე რეალურად შემოდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რეალურად ხდება თუნდაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ჩვენს ცხოვრებაში, უმაღლესი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია,- ამბობს ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძე.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ ქუთაისის უნივერსიტეტის მსგავსი პრეცედენტი რეგიონში არ არსებობს და სამხრეთ კავკასიაში მსგავსი მასშტაბის, ღირებულების, საინჟინრო სირთულის საგანმანათლებლო პროექტი არ განხორციელებულა.
აქვე საუბარია ენდემური ჯიშებით გაშენებული ტყის მასივზე, რომლითაც გარშემორტყმული იქნება ყოფილი ჭაობის მიმდებარედ გაშენებული უნივერსიტეტი და რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და ადგილობრივებისთვის რეკრეაციულ ზონად გადაიქცევა, შეიძენს აქამდე არარსებულ სოციალურ ფუნქციას.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პროექტის პრეზენტაცია, 2016 წელს გაიმართა. მთლიანი პროექტი მოიცავს 153 ჰექტარს. ყოფილი ჭაობის მიმდებარედ გაშენებული უნივერსიტეტის კომპლექსი გარშემორტყმული იქნება 80 ჰექტარის ფართობის ენდემური ჯიშებით გაშენებული ტყის მასივით, რომელიც სტუდენტებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაიქცევა რეკრეაციულ ზონად და აქამდე არარსებულ სოციალურ ფუნქციას შეიძენს. 2016 წლიდანვე დაიწყო ტერიტორიის მრავალმხრივი და საფუძვლიანი შესწავლა, გამოიკვეთა ურთულესი უბნები და დაიწყო უნიკალური საინჟინრო სამუშაოები. უნდა ითქვას, რომ ასევე წარმოუდგენლად რთული საინჟინრო სამუშაოების, თანამედროვე ტექნოლოგიების და ქართველი სპეციალისტების ნოვატორული, თამამი გადაწყვეტილებების შედეგია ციცინათელას, მუსიკოსთა პარკის და რა თქმა უნდა დენდროპარკის გაშენება. ბევრად უფრო რთული და მასშტაბური გამოწვევა აღმოჩნდა საუნივერსიტეტო ქალაქის გაშენება, თუმცა პროექტში ჩართული სპეციალისტების, თითოეული მუშის აქტიურობით, მშენებლობის პირველი ფაზა უკვე დასრულდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზადაა მიიღოს პირველი ნაკადის 1000 სტუდენტი უკვე ამ შემოდგომით. სამხრეთ კავკასიაში მსგავსი მასშტაბის, ღირებულების, საინჟინრო სირთულის საგანმანათლებლო პროექტი არ განხორციელებულა. ქუთაისის უნივერსიტეტის მსგავსი პრეცედენტი რეგიონში უბრალოდ არ არსებობს”,- ნათქვამია სიუჟეტში.
საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი ამბობს, რომ სექტემბერში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ფაზას მიიღებს.

,,სრულდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა. წელს, სექტემბერში ჩვენი უნივერსიტეტი მიიღებს სტუდენტების პირველ ნაკადს. მათ დახვდებათ საერთო საცხოვრებლის ორი კორპუსი და ასევე, სასწავლო კორპუსი. შემდეგ წლებში, ყოველწლიურად ჩვენ დაგვემატება ახალი შენობები და ძალიან მალე ქუთაისში გვექნება ნამდვილი საუნივერსიტეტო კამპუსი, რაც არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოში დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ქართუს გაცხადებული აქვს, რომ აღნიშნულ პროექტზე ერთ მილიარდ ევროს დახარჯავს“,- აცხადებს ნიკოლოზ ჩხეტიანი.
სიუჟეტში საუბარია სიმსივნური დაავადებების ინოვაციური მკურნალობის მიმართულებაზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უკვე 2023 წლიდან ამოქმედდება.
ამავე თემაზე საუბრობს ,,ქართუ“ ჯგუფის პროექტების მართვის ხელმძღვანელი ვახტანგ ცაგარელი.
,, ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტერიტორია მოიცავს 5 სამშენებლო მოედანს. დაახლოებით 14 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მზადდება და თითქმის დამთავრებულია მისი მომზადება, ადრონული თერაპიის ცენტრისთვის. ადრონული თერაპიის ცენტრის გარდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდება საუნივერსიტეტო კლინიკა, სიმსივნური დაავადებების მკურნალობისთვის და ასევე მაღალტექნოლოგიური სამეცნიერო ლაბორატორიები. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელშიც ორი ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებელი განთავსდება – ერთ-ერთი ამაჩქარებელი მიძღვნილი იქნება სრულად სამეცნიერო კვლევისთვის, ხოლო მეორე სიმსივნურ დაავადებათა მკურნალობისთვის. იგი წარმოადგენს ძალიან მაღალტექნოლოგიურ დანადგარს. მწარმოებელია ბელგიური კომპანია ,,IBA“, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია ამ საშვილიშვილო საქმეში“,- ამბობს ,,ქართუ“ ჯგუფის პროექტების მართვის ხელმძღვანელი ვახტანგ ცაგარელი.
სიუჟეტის ავტორის თქმით, პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, მშენებლობის პირველი ეტაპი ფაქტობრივად დასრულებულია და სტუდენტთა პირველი ნაკადი, საქართველოში უპრეცენდენტო სდუდენტურ კამპუსებში დასახლდება, რომლებიც სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
,,გერმანელი სპეციალისტების დახმარებით შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები,რომლითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაიწყებს ოპერირებას. უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს,რომლებიც ინგლისურ ენაზე განხორციელდება,რაც სტუდენტს დაეხმარება ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციაში. უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი,რომლის საშუალებითაც აბიტურიენტებს შეუძლიათ მოიპოვონ როგორც სასწავლო,ისე საცხოვრებელი გრანტი.ასევე წარჩინებული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია,სხვადასხვა სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამები. სტუდენტები,რომლებიც უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით მოხვდებიან,მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მოდელზე დაფუძნებული პროგრამებით ისწავლიან. ეს სამი მიმართულებაა მენეჯმენტი, კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკა. სწავლებაში ჩართულნი იქნებიან როგორც ქართველი,ასევე უცხოელი პროფესორებიც. 2021 წლიდან უნივერსიტეტს დაემატება საგანმანათლებლო პროგრამები,საბუნებისმეტყველო მიმართულებებით,ასევე ეტაპობრივად მოხდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შეთავაზება. 2022 წლიდან უნივერისტეტი გეგმავს საინჟინრო მიმართულებების დამატებასაც,ხოლო 2023 წლიდან უნივერსიტეტს დაემატება მედიცინა და ჰუმანიტარული სპეციალობები”,- ნათქვამია ტელეკომპანია ,,POSTV“-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ პროფესორების მესამედი იქნება უცხოეთიდან.
,,უნივერსიტეტის განვითარება დაგეგმილია საფეხურებად – პირველ ეტაპზე უნივერსიტეტი მზად არის 1000 ახალგაზრდის მისაღებად. შემდეგ ეტაპებზე მოხდება უნივერსიტეტის განვითარება როგორც საგანმანათლებლო საფეხურების მიხედვით, აქ იგულისხმება სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურები, ასევე ახალი სპეციალობების დამატება. მაგალითისთვის, 2021 წლიდან ძირითადი სიახლ რაც უნივერსიტეტში იქნება, ეს არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დამატება და მათ შორის, სამი ძირითადი მიმართულება ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა. 2022 წლიდან ჩვენ დავიწყებთ უკვე საინჟინრო მიმართულების დამატებას, ხოლო სამი წლის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამას. სწავლებაში ჩართულნი იქნებიან როგორც ქართველი სპეციალისტები, ასევე უცხოელი სპეციალისტები, დარგის საუკეთესო სპეციალისტები. პროფესორების მესამედი იქნება უცხოეთიდან. ჩვენ, სტუდენტებს დავეხმარებით როგორც აკადემიური მიმართულებით, ასევე ფინანსურადაც. უნივერსიტეტში შექმნილია საგრანტო ფონდი, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდებს დავეხმარებით სწავლის გადასახადის დაფარვაში, თუკი ამის საჭიროება გაუჩნდებათ, დამატებით კამპუსზე საცხოვრებლის გადასახადით, საუნივერისტეტო სტიპენდიით და ,,კიუ“ ბარათით, ე.წ კვების ბარათით“,- აცხადებს ალექსანდრე თევზაძე.
სიუჟეტის ავტორი ამბობს, რომ პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, მშენებლობის პირველი ეტაპი ფაქტობრივად დასრულებულია.
,,სტუდენტთა პირველი ნაკადი დასახლდება საქართველოში უპრეცენდენტო სდუდენტურ კამპუსებში, რომლებიც სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. სტუდიოს ტიპის ოთახები, მათ შორის 20 შშმ პირებსთვის, სველი წერტილებით და საძინებლებით, სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი და სამეცადინო კუთხით, ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემებით. კამპუსი ასევე მოიცავს ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის,მოსასვენებელ სივრცეებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას”,- ნათქვამია სიუჟეტში.
,,ქართუ“ ჯგუფის პროექტების მართვის ხელმძღვანელი ვახტანგ ცაგარელის აღნიშნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების პირველი ფაზა, როგორც აკადემიური, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით პრაქტიკულად დასრულებულია .

,,პირველი ფაზის ინფრასტრუქტურული ნაწილი მოიცავს რამდენიმე შენობა-ნაგებობას სხვადასხვა ფუნქციონალით – ეს არის აკადემიური კორპუსი, საერთო საცხოვრებელი სტუდენტებისთვის და საპროფესორო საცხოვრებელი. ასევე ლანდშაფტურ სამუშაოებს – ხიდებს, სატრანსპორტო კვანძებს და საავტომობილო ინფრასტრუქტურას. ჩვენ, ჯამში გაგვაჩნია 1000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლები, რასაკვირველია გათვალისწინებულია 20 ოთახი, სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის. საცხოვრებელი ზონის ტიპიური ოთახები შეიცავს ყველა იმ ელემენტს და კომპონენტს , რომელიც აუცილებელი და საჭიროა სტუდენტისთვის“,- ამბობს ვახტანგ ცაგარელი.
როგორც სიუჯეტის ავტორი აცხადევს, მეგაპროექტის სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ საქართველო თამამად დაიბრუნებს კავკასიის რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრის სტატუსს.
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, განათლებას და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება.
,,ჩვენი ხელისუფლების ძირითად პრიორიტეტად გამოცხადდა განათლება და უახლოეს წლებში სწორედ განათლებაზე იქნება ძირითადი მიმართება ჩვენი ხელისუფლების. მოგეხსენებათ, რომ განათლებას და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება“,- ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
სიუჟეტის დასასრულს საუბარია იმ მდარე ხარისხის პროვოკაციაზე, რომელზეც ნაციონალური მოძრაობის არხი მიდიოდა მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ათვალიერებდნენ.
ავტორის თქმით, გასაკვირი არ არის, როცა ნაციონალური მოძრაობის ეს და სხვა არხები, ასევე მათი სპიკერები, წლების განმავლობაში ბოღმას ანთხევდნენ უნივერსიტეტზე და ბრძნული სახით წინასწარმეტყველებდნენ, რომ ეს უნივერსიტეტი არ აშენდებოდა.
ამის დასტურად სიუჟეტში მოყვანილია ლევან ბერძენიშვილის კომენტარი, რომლის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მითი და ვერ აშენდება.
,, მიუხედავად ყველაფრისა ისტორია წაშლის ამ ფეიკ პროპაგანდას, ხოლო საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან საჩუქრად დარჩება, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც თავისი მასშტაბით მსოფლიოს უდიდესი საუნივერსიტეტო ქალაქების ხუთეულში შევა”,- ამბობს ავტორი.


წყარო:  https://www.facebook.com/BidzinaIvanishviliMedia/photos/a.231692396885162/3131679576886415/?type=3&theater

კომენტარები