„ის­ტო­რი­უ­ლი კად­რი! ფოტოგრაფი, რომელიც უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა, დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს” – გია აბდალაძე

-„ის­ტო­რი­უ­ლი კად­რი! ფო­ტოგ­რა­ფი, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნოდ და ცრუ ბრალ­დე­ბით და­ი­ჭი­რა სა­ა­კაშ­ვილ­მა დღეს სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლოს იღებს”, – წერს ე.წ. ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი გია აბ­და­ლა­ძე.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ამ საქ­მის კი­დევ ერთი ფი­გუ­რან­ტი, “სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის” ფო­ტოგ­რა­ფი ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე მუ­შა­ობს, სწო­რედ მას გუ­ლის­ხმობს სა­კუ­თარ პოს­ტში გია აბ­და­ლა­ძე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა 2011 წლის 7 ივ­ლისს ფო­ტოგ­რა­ფე­ბი და­ა­კა­ვა, მათ ჯა­შუ­შო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. და­კა­ვე­ბუ­ლი იყ­ვნენ ევ­რო­პის პრეს­ფო­ტოს სა­ა­გენ­ტოს ფო­ტოგ­რა­ფი ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი ფო­ტოგ­რა­ფი ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე, მისი მე­უღ­ლე, “პრა­იმ ტა­ი­მის” ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი ნა­თია გე­დე­ნი­ძე და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრე­სამ­სა­ხუ­რის ფო­ტოგ­რა­ფი გია აბ­და­ლა­ძე.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ე.წ ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე 2016 წელს გახ­სნა. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით ფო­ტოგ­რა­ფე­ბის: გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძის, ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე და ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე გა­მო­გო­ნი­ლი ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და მათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დაშ­ლის აქ­ტი­უ­რი გა­შუ­ქე­ბის გამო გა­უს­წორ­და.

7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების საქმზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. განხილვას ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ესწრება.

კომენტარები