„ის ადამიანები, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, პირველი 3 თვის განმავლობაში, არ აიცრებიან“ – ამირან გამყრელიძე

-„ის ადამიანები, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, პირველი 3 თვის განმავლობაში, არ აიცრებიან.
ჩვენი სამიზნე არის, – ავცრათ მოზრდილი მოსახლეობა, მოზრდილი მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით 2,8 მილიონია, მისი 60%, დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასი ადამიანი.  ჩვენ მოსახლეობის 60%-ს თუ ავცრით, დარწმუნებული იყავით, -სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება ქვეყანაში და კორონავირუსი დამარცხდება.
ზოგიერთ ადამიანს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს, მათ გარკვეული იმუნიტეტი აქვთ, მაგრამ ეს აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის. ჩვენი ბოლო რეგულაციებით დადგენილია, რომ პირველი 3 თვის განმავლობაში ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს, არ აიცრება. ჩვენი სამიზნე არის, – ავცრათ მოზრდილი მოსახლეობა და მოზრდილი მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით 2,8 მილიონია, მისი 60%, დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასი ადამიანი“, – განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,  ამირან გამყრელიძემ.

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.

კომენტარები