„ის ან დაბრუნდებოდა ცოცხალი ან არა, გადაწყვეტილება ჩემთვის რთული იყო – ყველაფერი გავაკეთეთ შს სამინისტრომ და ხელისუფლებამ, არავინ რომ არ დაშავებულიყო“ – ვახტანგ გომელაური

-„ყველაფერი გავაკეთეთ შს სამინისტრომ და ხელისუფლებამ, არავინ რომ არ დაშავებულიყო.  ჩვენი პირველი ამოცანა, რომელიც დავისახეთ, ეს ხელმძღვანელობასთან იყო შეთანხმებული.

 რა თქმა უნდა, ჩვენ შევთავაზეთ, ჩვენ გამოგყვებით 5-10 კაცი, მაგრამ ბოლოს ერთ ადამიანზე დაგვთანხმდა. მინდა მადლობა გადავუხადო ავთო გალდავას, მან  თავისი სიცოცხლე გაწირა. ეს არც ჩემთვის იყო ადვილი, თანამშრომელი გამეგზავნა. ის ან დაბრუნდებოდა ცოცხალი ან არა. ეს გადწყვეტილება ჩემთვისაც რთული იყო. ერთი წამით მას უარი არ უთქვამს, არ შეუდრეკია თავისი ნაბიჯი, წარბი არ შეუხრია“,- განაცხადა  შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს,გამთენიისას დასრულდა.

გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, შემდეგ კი მიიმალა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხდება, – ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

კომენტარები